ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 10

ზვიად შალამბერიძე: წარმოდგენა არ მაქვს, როგორც უნდა იმართლოს თავი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იმ ფაქტებიდან გამომდინარე, რაც საკონსტიტუციო სარჩელში ჩვენი მხრიდან არის მოყვანილი

ზვიად შალამბერიძე: წარმოდგენა არ მაქვს, როგორც უნდა იმართლოს თავი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იმ ფაქტებიდან გამომდინარე, რაც საკონსტიტუციო სარჩელში ჩვენი მხრიდან არის მოყვანილი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ის სქელყდიანი წიგნი, რომელიც საგამოძიებო კომისიის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა და იხილა ჩვენმა საზოგადოებამ, მისი შინაარსი ნამდვილად არ გვაძლევდა უფლებას, რომ ეს ნაბიჯი არ გადაგვედგა, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ პარტ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ის სქელყდიანი წიგნი, რომელიც საგამოძიებო კომისიის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა და იხილა ჩვენმა საზოგადოებამ, მისი შინაარსი ნამდვილად არ გვაძლევდა უფლებას, რომ ეს ნაბიჯი არ გადაგვედგა, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ პარტ…

ის სქელყდიანი წიგნი, რომელიც საგამოძიებო კომისიის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა და იხილა ჩვენმა საზოგადოებამ, მისი შინაარსი ნამდვილად არ გვაძლევდა უფლებას, რომ ეს ნაბიჯი არ გადაგვედგა, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელზე საუბრისას. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, მხარეებმა სარჩელთან დაკავშირებით სპეკულაციებისგან თავი უნდა შეიკავონ.

„ჯერი არის საკონსტიტუციო სასამართლოზე და უნდა დაველოდოთ ყველა ერთად, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. სხვადასხვა მხრიდან ზედმეტი სპეკულაციები სარჩელზე აბსოლუტურად მიუღებელი და თითიდან გამოწოვილია. უნდა გადაწყვიტონ - ჩაერთვებიან ამ ყველაფერში თუ არა, მაგრამ მე წარმოდგენა არ მაქვს, როგორც უნდა იმართლოს თავი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იმ ფაქტებიდან გამომდინარე, რაც ამ სარჩელში ჩვენი მხრიდან არის მოყვანილი“, - აცხადებს შალამბერიძე.

სასამართლო განხილვები სარჩელთან დაკავშირებით, რომლითაც მმართველი გუნდი „ნაციონალური მოძრაობის" და კიდევ 4 პარტიის აკრძალვას ითხოვს, მომავალ კვირას იწყება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს