ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 4

მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს მორიგ რეზოლუციაზე: ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ საერთაშორისო ინსტიტუტები გამოყენებულ იქნას პოლიტიკური მიზნებისთვის

მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს მორიგ რეზოლუციაზე: ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ საერთაშორისო ინსტიტუტები გამოყენებულ იქნას პოლიტიკური მიზნებისთვის
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მედიასთან ევროპის საბჭოს მორიგ რეზოლუციაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები შესაძლოა გამოიყენებოდეს პოლიტიკური მიზნებისთვი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მედიასთან ევროპის საბჭოს მორიგ რეზოლუციაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები შესაძლოა გამოიყენებოდეს პოლიტიკური მიზნებისთვი…

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მედიასთან ევროპის საბჭოს მორიგ რეზოლუციაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები შესაძლოა გამოიყენებოდეს პოლიტიკური მიზნებისთვის.

„ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, საერთაშორისო ინსტიტუტები გამოყენებულ იქნას პოლიტიკური მიზნებისთვის, რომელიც აქვთ პატარა ჯგუფებს საქართველოსთან მიმართებით. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ის ნარატივები, რაც არაერთ რეზოლუციაში დაფიქსირდა, იყოს მაქსიმალურად ყველა ინსტიტუტში გაჟღერებული და მიღებული სხვადასხვა რეზოლუციების ფორმით. ეს არის ზუსტად, თუ როგორ ხდება საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობები. ეს ვნახეთ ჩვენ სხვადასხვა ინსტიტუტებში: ევროპარლამენტში მუდმივად ვხედავთ, ვხედავთ ევროპის საბჭოში, იყო მცდელობა ეუთო-შიც გამოეყენებინათ - გახსოვთ „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება საქართველოსთან დაკავშირებით“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი პრაქტიკა მიუღებელია და ეს საკითხი აქტიურად განიხილება საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან.

„ამაზე ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს პარტნიორებთან, ძალიან ხშირად კეთდება ამაზე აქცენტი და ეს არის სრულიად მიუღებელი, როდესაც ხდება საერთაშორისო ინსტიტუტების ნდობის შერყევა სწორედ ასეთი მეთოდებით“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს