ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა3 წთ საკითხავი👁 5

პაატა სალია - საჯარო მმართველობა არ იზომება შენობებით, ტექნოლოგიებით, სტატისტიკით, არამედ, რამდენად აუმჯობესებს ცხოვრებას, აძლიერებს სამართლიანობას და განცდას, რომ სახელმწიფო დგას ადამიანის გვერდით

პაატა სალია - საჯარო მმართველობა არ იზომება შენობებით, ტექნოლოგიებით, სტატისტიკით, არამედ, რამდენად აუმჯობესებს ცხოვრებას, აძლიერებს სამართლიანობას და განცდას, რომ სახელმწიფო დგას ადამიანის გვერდით
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სახელმწიფოს სიძლიერე მხოლოდ მისი ინსტიტუტებით არ იზომება, სახელმწიფოს სიძლიერე იზომება იმ ადამიანების პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და ერთგულებით, რომლებიც ამ ინსტიტუტებს სიცოცხლეს სძენენ, – ამის შესახებ იუსტიციის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სახელმწიფოს სიძლიერე მხოლოდ მისი ინსტიტუტებით არ იზომება, სახელმწიფოს სიძლიერე იზომება იმ ადამიანების პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და ერთგულებით, რომლებიც ამ ინსტიტუტებს სიცოცხლეს სძენენ, – ამის შესახებ იუსტიციის…

სახელმწიფოს სიძლიერე მხოლოდ მისი ინსტიტუტებით არ იზომება, სახელმწიფოს სიძლიერე იზომება იმ ადამიანების პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და ერთგულებით, რომლებიც ამ ინსტიტუტებს სიცოცხლეს სძენენ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ თბილისის საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მხარდაჭერისთვის და გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ბატონ ლი ჯუნჰუას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

„მინდა, დავაფიქსირო ღრმა პატივისცემა ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომლებიც ყოველდღიურად ემსახურებიან საზოგადოებას და ხშირად საზოგადოების ყურადღების მიღმაც კი ქმნიან იმ საფუძველს, რომელზეც სახელმწიფოს ეფექტიანი ფუნქციონირება დგას. სახელმწიფოს სიძლიერე მხოლოდ მისი ინსტიტუტებით არ იზომება, სახელმწიფოს სიძლიერე იზომება იმ ადამიანების პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და ერთგულებით, რომლებიც ამ ინსტიტუტებს სიცოცხლეს სძენენ. საჯარო სამსახური მხოლოდ ადმინისტრაციული სისტემა არ არის – ეს არის მოქალაქისა და სახელმწიფოს დამაკავშირებელი ხიდი; ეს არის ნდობა, რომელიც ყოველდღიურად შენდება. სწორედ ამიტომ ძლიერი სახელმწიფო იწყება ძლიერი საჯარო სამსახურით“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

პაატა სალიამ ხაზი გაუსვა იმას, რომ ეპოქაში, როდესაც მსოფლიო უპრეცედენტო სისწრაფით იცვლება, სახელმწიფოების წინაშე ერთი ფუნდამენტური კითხვა დგას, როგორ შევინარჩუნოთ მოქალაქის ნდობა ცვლილებების ეპოქაში.

„შეიძლება, შეიცვალოს ტექნოლოგია, სერვისების მიწოდების ფორმა, კომუნიკაციის საშუალებები, მაგრამ ერთი რამ უცვლელი რჩება – მოქალაქეს სურს, რომ სახელმწიფო იყოს ხელმისაწვდომი, ეფექტიანი, სამართლიანი და სანდო. დღეს საჯარო სამსახურის ტრანსფორმაცია აღარ არის მხოლოდ განვითარების ერთ-ერთი მიმართულება, ეს არის გარდაუვალი აუცილებლობა. თუმცა, ნებისმიერი ტრანსფორმაცია არ იზომება მხოლოდ და მხოლოდ ტექნოლოგიური განვითარებით, მისი მთავარი მიზანი და საზომი არის ადამიანი. ინოვაცია თუ ვერ აუმჯობესებს ადამიანის ცხოვრებას, თუ რეფორმა ვერ აძლიერებს მოქალაქის ნდობას, მაშინ ასეთი ცვლილებები საკუთარ მიზანს ვერ აღწევს.

საქართველო ისტორიულად ყოველთვის იყო სივრცე, სადაც ერთმანეთს სხვადასხვა კულტურა, იდეა და გამოცდილება ხვდებოდა; დღეს კი, გვინდა, რომ თბილისი რამდენიმე დღის განმავლობაში იქცეს ადგილად, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცოდნა და გამოცდილება ახალი გადაწყვეტილებების, ახალი პარტნიორობების და ახალი შესაძლებლობების საფუძვლად იქცეს. ბოლო წლებში საქართველო აქტიურად მუშაობს საჯარო სერვისების განვითარებაზე, სახელმწიფო ინსტიტუტების მოდერნიზაციასა და ციფრული მმართველობის გაძლიერებაზე. ამ გამოცდილებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ყველა წარმატებული რეფორმა სწორედ მაშინ ხორციელდება, როდესაც მათი მთავარი მიზანი ადამიანია, ხოლო მთავარი საყრდენი – მოქალაქის ნდობა. პროგრესი იწყება სწორედ მაშინ, როდესაც გამოცდილება, ცოდნა და ახალი იდეები ერთმანეთს ხვდება. საბოლოოდ, საჯარო მმართველობა არ იზომება არც შენობებით, არც ტექნოლოგიებით, არც სტატისტიკით, მისი ნამდვილი საზომია, თუ რამდენად აუმჯობესებს იგი ადამიანების ცხოვრებას, რამდენად ამყარებს ნდობას, რამდენად აძლიერებს სამართლიანობას და რამდენად აძლევს მოქალაქეს განცდას, რომ სახელმწიფო მის გვერდით დგას“, – განაცხადა პაატა სალიამ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს