ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 5

ცესკოს თავმჯდომარემ A-WEB-ის გენერალურ ასამბლეასა და საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ცესკოს თავმჯდომარემ A-WEB-ის გენერალურ ასამბლეასა და საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო მსოფლიო საარჩევნო ორგანოთა ასოციაციის (Association of World Election Bodies - A-WEB) მე-7 გენერალურ ასამბლეასა და საერთაშორისო კონფერენციაში,…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო მსოფლიო საარჩევნო ორგანოთა ასოციაციის (Association of World Election Bodies - A-WEB) მე-7 გენერალურ ასამბლეასა და საერთაშორისო კონფერენციაში,…

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო მსოფლიო საარჩევნო ორგანოთა ასოციაციის (Association of World Election Bodies - A-WEB) მე-7 გენერალურ ასამბლეასა და საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც 2026 წლის 12–16 ოქტომბერს ფილიპინების რესპუბლიკის დედაქალაქ მანილაში გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებმა და წარმომადგენლებმა საარჩევნო პროცესების განვითარებაზე, არსებულ გამოწვევებსა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაზე იმსჯელეს. შეხვედრებში დაახლოებით 50 ქვეყნის 100-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა.

დისკუსიების ძირითადი თემები იყო საარჩევნო ადმინისტრირების თანამედროვე მიდგომები, ტექნოლოგიური სიახლეები, საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობის განმტკიცება, დემოკრატიული პროცესების წინაშე არსებული გამოწვევები და ამომრჩევლებისთვის სანდო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.

ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი აქტიურად მონაწილეობდა გენერალური ასამბლეისა და საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში და პროფესიულ დისკუსიებში. მან მონაწილეებს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილება გაუზიარა და უცხოელ კოლეგებთან საერთო გამოწვევებზე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა.

გიორგი კალანდარიშვილმა და ცესკოს აპარატის უფროსმა გიორგი სანტურიანმა ასევე გამართეს სამუშაო შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან. შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს პროფესიული ურთიერთობების გაღრმავების, გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები, მათ შორის საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო და პროფესიულ მისიებში, პროგრამებსა და ინიციატივებში მონაწილეობის მიმართულებით.

საერთაშორისო კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საარჩევნო ტექნოლოგიებს, მათ მიმართ საზოგადოების ნდობის განმტკიცებასა და საარჩევნო პროცესების მთლიანობის დაცვას ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული გარემოს სწრაფი განვითარების პირობებში.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაციასაც დაესწრნენ. მათ მიიღეს ინფორმაცია წარმოდგენილი ტექნოლოგიების ფუნქციური შესაძლებლობებისა და საარჩევნო პროცესში მათი გამოყენების პრაქტიკის შესახებ.

„საერთაშორისო თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც საარჩევნო ადმინისტრაციები ბევრი საერთო გამოწვევის წინაშე დგანან. დეზინფორმაცია, მანიპულაციური საინფორმაციო კამპანიები და საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობის შესუსტების მცდელობები მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის - ეს გლობალური გამოწვევებია, რომლებთან გამკლავებაც სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციებს უწევთ. ამ საკითხების აქტუალობა კიდევ ერთხელ გამოიკვეთა გენერალური ასამბლეისა და საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ დისკუსიებში. ამ გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თითოეული ქვეყნის მიერ საკუთარი შესაძლებლობების გაძლიერება, არამედ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, ინფორმაციის გაცვლა და საერთო მიდგომების განვითარება. A-WEB-ის გენერალურ ასამბლეასა და საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა სწორედ ამ შესაძლებლობას გვაძლევს - გავიზიაროთ სხვა ქვეყნების გამოცდილება, წარმოვაჩინოთ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პრაქტიკა და გავაღრმაოთ თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან. ასეთი შეხვედრები გვეხმარება, უკეთ გავიაზროთ არსებული გამოწვევები და ვიპოვოთ გზები, რომლებიც ხელს შეუწყობს გამჭვირვალე, სანდო და თანამედროვე საარჩევნო პროცესების განვითარებას“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს