ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 12

მაკა ბოჭორიშვილი: ეუთო-ს თავმჯდომარეობისთვის საქართველო რელევანტურია ყველა შესაძლებლობის გათვალისწინებით, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს რეგიონში

მაკა ბოჭორიშვილი: ეუთო-ს თავმჯდომარეობისთვის საქართველო რელევანტურია ყველა შესაძლებლობის გათვალისწინებით, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს რეგიონში
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს აქვს გაკეთებული განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა. ერთი მხრივ, ეს შეიძლება, იყოს ამბიციური განაცხადი საქართველოს მხრიდან, მეორე მხრივ, საქართველო ათწლეულებია, ეუთო-ს მონაწილე ქვეყანაა, თუ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს აქვს გაკეთებული განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა. ერთი მხრივ, ეს შეიძლება, იყოს ამბიციური განაცხადი საქართველოს მხრიდან, მეორე მხრივ, საქართველო ათწლეულებია, ეუთო-ს მონაწილე ქვეყანაა, თუ…

საქართველოს აქვს გაკეთებული განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა. ერთი მხრივ, ეს შეიძლება, იყოს ამბიციური განაცხადი საქართველოს მხრიდან, მეორე მხრივ, საქართველო ათწლეულებია, ეუთო-ს მონაწილე ქვეყანაა, თუმცა არასდროს ჰქონია შესაძლებლობა, ამ რანგში წვლილი შეეტანა ამ მნიშვნელოვანი ორგანიზაციის მუშაობაში, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრ და ეუთო-ს თავმჯდომარე იგნაციო კასისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილს დაუსვეს კითხვა, რატომ არის საქართველოსთვის ეუთო-ს თავმჯდომარეობა მნიშვნელოვანი და რა მოლოდინები არსებობს.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის საქართველო რელევანტურია ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რის წინაშე დგას ქვეყანა, ასევე ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რა შესაძლებლობებიც აქვს ქვეყანას რეგიონში.

„სწორედ ეს იყო, რამაც განაპირობა ჩვენი მხრიდან განაცხადის გაკეთება და წვლილი შევიტანოთ ამ ორგანიზაციის განვითარებასა და მუშაობაში, რომელიც დაფუძნებულია დიალოგზე და კონსენსუსზე. რაც არ არის მარტივი, მით უმეტეს ამ მოცემულობაში, როდესაც უფრო მეტ დაყოფას ვხედავთ დღეს ჩვენ მსოფლიოში, ვიდრე გაერთიანებას. ჩვენ გვაქვს გარკვეული დრო, რომ ვიმუშაოთ ყველასთან და ვეძიოთ სწორედ ის შესაძლებლობები, რომ გარკვეული თანხმობა, კონსენსუსი შედგეს ეუთო-ს მომავალ თავმჯდომარეობაზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიმუშავებთ თავმჯდომარეობასთან ერთად, ეს არის მათი საქმიანობის დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილი. ამ პროცესში საქართველო კონსტრუქციულად იქნება ჩართული, რომ ორგანიზაციის შემდგომი მუშაობის გაძლიერებაში შეიტანოს წვლილი, როგორც მონაწილე ქვეყანამ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს