ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 9

დავით სონღილაშვილი: საქართველო ბიომრავალფეროვნების სამიტზე ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი შედეგებით არის წარმოდგენილი

დავით სონღილაშვილი: საქართველო ბიომრავალფეროვნების სამიტზე ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი შედეგებით არის წარმოდგენილი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „ამ კონფერენციას მთავარი გზავნილი არის, როგორ შეიძლება, რომ გადაწყვეტილებები აღსრულების ნაწილში მიეხმარონ მთავრობებს, შესაბამისად, ამ მიმართულებით მე ვფიქრობ, რომ ჩვენს მიერ განხორციელებული, გადადგმული ნაბიჯები ძალიან მნ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„ამ კონფერენციას მთავარი გზავნილი არის, როგორ შეიძლება, რომ გადაწყვეტილებები აღსრულების ნაწილში მიეხმარონ მთავრობებს, შესაბამისად, ამ მიმართულებით მე ვფიქრობ, რომ ჩვენს მიერ განხორციელებული, გადადგმული ნაბიჯები ძალიან მნ…

„ამ კონფერენციას მთავარი გზავნილი არის, როგორ შეიძლება, რომ გადაწყვეტილებები აღსრულების ნაწილში მიეხმარონ მთავრობებს, შესაბამისად, ამ მიმართულებით მე ვფიქრობ, რომ ჩვენს მიერ განხორციელებული, გადადგმული ნაბიჯები ძალიან მნიშვნელოვანია, შედეგებიც ხელშესახები გვაქვს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.

მისი თქმით, საქართველო ბიომრავალფეროვნების სამიტზე ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი შედეგებით არის წარმოდგენილი.

„პირველ რიგში, აუცილებლად უნდა ვთქვათ დაცული ტერიტორიების ფართობების ზრდასთან დაკავშირებით, რაც საკმაოდ დინამიურად მიდის, 22 პროცენტი არის ჯამში და 2030 წლისთვის გვაქვს გეგმა რომ 30%-ზე ავიდეთ, მართვის მექანიზმები, რომელიც ჩვენ დავგეგმეთ და ცვლილებები განვახორციელეთ ამ მიმართულებით საკმაოდ ეფექტურად მუშაობს, აგრეთვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის მიღწევები რომელიც საქართველოს გააჩნია სახეობათა აღდგენის მიმართულებით ამ მიმართულებითაც საკმაოდ ხელს შესახების შედეგები გვაქვს და ჯამში მინდა ვთქვა, რომ საქართველო ბიომრავალფეროვნების სამიტზე ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი შედეგებით არის წარმოდგენილი“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად, ერევანში, გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაში მონაწილეობს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს