ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 4

ელენე ხოშტარია: ერთი სიტყვა „რუსული“ გასაგებს ხდის „ოცნების“ მოქმედების ლოგიკას. ამიტომ ვკონცენტრირდეთ ჩვენს ამოცანაზე, სანამ „ოცნებას“ არ მოვაშორებთ, არ იქნება არც ვიზები და არც არაფერი

ელენე ხოშტარია: ერთი სიტყვა „რუსული“ გასაგებს ხდის „ოცნების“ მოქმედების ლოგიკას. ამიტომ ვკონცენტრირდეთ ჩვენს ამოცანაზე, სანამ „ოცნებას“ არ მოვაშორებთ, არ იქნება არც ვიზები და არც არაფერი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • არანაირ ამერიკასთან და ევროპასთან დალაგება არ უნდა „ქართულ ოცნებას“
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

არანაირ ამერიკასთან და ევროპასთან დალაგება არ უნდა „ქართულ ოცნებას“

არანაირ ამერიკასთან და ევროპასთან დალაგება არ უნდა „ქართულ ოცნებას“. ფუჭია ჩვენი ყველა მცდელობა, ვიპოვოთ რაიმე სახის სახელმწიფოებრივი ან ქართული ლოგიკა „ოცნების“ მოქმედებაში - სანამ „ოცნებას“ არ მოვაშორებთ, არ იქნება არც ვიზები და არც არაფერი,- ამის შესახებ „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ხოშტარია წერს, რუსეთიც ასე ელაპარაკება ამერიკას, რუსეთიც არ ალაგებს ამერიკასთან, პირიქით, ურევს ამერიკასთანაც და რეგიონშიც.

"არანაირი ამერიკასთან და ევროპასთან დალაგება „ქართულ ოცნებას“ არ უნდა. ფუჭია ჩვენი ყველა მცდელობა, ვიპოვოთ რაიმე სახის სახელმწიფოებრივი ან ქართული ლოგიკა „ოცნების“ მოქმედებაში.

როდესაც ჩვენ ვამბობთ „რუსული ოცნება“, მგონია, რომ აღქმაც არ გვაქვს ბოლომდე რას ნიშნავს ეს და შეიძლება, გვგონია, რომ ეს რაღაც პოლიტიკური გაზვიადებაა. სინამდვილეში, აბსოლუტურად ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, თუ ქართულ ოცნებას - რუსულ ოცნებას დავარქმევთ.

მაგალითად, „როგორ უბედავს ამერიკელებს ასე ლაპარაკს?“, „რატომ არაფერი უპასუხა ირანს?“, „რატომ არ ასრულებს ვალდებულებებს?“, „ასე ინფანტილურად რატომ იქცევიან?“, „ეს რანაირი დიპლომატიაა?“ - დიახ, ასე იქცევა რუსული ოცნება, დიახ, რუსეთიც ასე ელაპარაკება ამერიკას, დიახ, რუსეთიც არ ალაგებს ამერიკასთან, პირიქით, ურევს ამარიკასთანაც და რეგიონშიც. დიახ, არც ირანთან არაფერი საჩხუბარი არ აქვს რუსეთს და ასე შემდეგ.

ერთი სიტყვა „რუსული“ გასაგებს ხდის „ოცნების“ მოქმედების ლოგიკას. ამიტომ ვკონცენტრირდეთ ჩვენს ამოცანაზე, სანამ „ოცნებას“ არ მოვაშორებთ, არ იქნება არც ვიზები და არც არაფერი."-წერს ელენე ხოშტარია.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს