ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 12

შალვა პაპუაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს, პიერ ანდრე პაჟს შეხვდა

შალვა პაპუაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს, პიერ ანდრე პაჟს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს, პიერ ანდრე პაჟს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და შვეიცარიას შორის მრავალწლიანი ნაყოფიერი თ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს, პიერ ანდრე პაჟს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და შვეიცარიას შორის მრავალწლიანი ნაყოფიერი თ…

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს, პიერ ანდრე პაჟს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და შვეიცარიას შორის მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა. აღინიშნა, რომ უკანასკნელ წლებში თანამშრომლობა გაღრმავდა, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორებიცაა მიგრაცია, გარემოს დაცვა და, განსაკუთებით, პროფესიული განათლება, რომლის მიმართაც შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა.

შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი შვეიცარიის ურყევი მხარდაჭერის გამო და, ასევე, შვეიცარიის მიერ შუამავლის მანდატის შესრულებასთან დაკავშირებით საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორმხრივი პოლიტიკური დიალოგის მზარდი დინამიკა და მიესალმნენ უკანასკნელ წლებში განხორციელებულ მაღალი დონის ვიზიტებს.

შეხვედრაზე ისაუბრეს საპარლამენტო თანამშრომლობის განმტკიცებაზე. ყურადღება გამახვილდა მეგობრობის ჯგუფებს შორის კავშირების გაღრმავებაზე.

შეხვედრა შედგა იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციის ფარგლებში. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს