ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

მაია ბითაძე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში არსებულ მდგომარეობასა და დაგეგმილ სამუშაოებზე ინფორმაციას ადგილზე გაეცნო

მაია ბითაძე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში არსებულ მდგომარეობასა და დაგეგმილ სამუშაოებზე ინფორმაციას ადგილზე გაეცნო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს კულტურის მინისტრი მაია ბითაძე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში არსებულ მდგომარეობას და დაგეგმილ სამუშაოებზე ინფორმაციას ადგილზე გაეცნო. მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ კიკნაძე, მ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს კულტურის მინისტრი მაია ბითაძე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში არსებულ მდგომარეობას და დაგეგმილ სამუშაოებზე ინფორმაციას ადგილზე გაეცნო. მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ კიკნაძე, მ…

საქართველოს კულტურის მინისტრი მაია ბითაძე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში არსებულ მდგომარეობას და დაგეგმილ სამუშაოებზე ინფორმაციას ადგილზე გაეცნო.

მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ კიკნაძე, მოადგილე თამარ შარაშიძე, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ზაზა კვიციანი, გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე თეა ონიანი, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი სერაფიმე (ჭედია), საპატრიარქოს ფონდის, „გაამწვანე საქართველოს“ ხელმძღვანელი გოჩა აროშენიძე და პროცესში ჩართული მხარეები.

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, რომელიც იუნესკო-ს (UNESCO) მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი, ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანეს ძეგლს წარმოადგენს. ძეგლზე განსახორციელებელი კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, საერთაშორისო ექსპერტებისა და ადგილობრივი სპეციალისტების ჩართულობით წარიმართება.

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ხელშეკრულება ცნობილ იტალიურ საინჟინრო და სარესტავრაციო კომპანიასთან, „სტუდიო ბერლუკისთან“ (Studio Berlucchi) გააფორმა. დაწყებულია ტაძრის კვლევით-სადიაგნოსტიკო პროგრამის შემუშავება და მულტიდისციპლინური კვლევითი სამუშაოების დაგეგმვის პროცესი.

„სტუდიო ბერლუკი“ (Studio Berlucchi) კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის, რესტავრაციისა და ისტორიული ნაგებობების საინჟინრო კვლევების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ორგანიზაციაა. მისი საერთაშორისო პროექტები მოიცავს ვატიკანის წმინდა პეტრეს ბაზილიკას, ვენეციის თეატრს, La Fenice-ს, სიენის საკათედრო ტაძარს, აზერბაიჯანში შირვანშაჰებისა და შექის სასახლეებს, თურქეთის დივრიღის ისტორიულ კომპლექსს, ასევე გელათის სამონასტრო კომპლექსს, სადაც კომპანია კონსერვაციის პროგრამის სამეცნიერო ზედამხედველობასა და კოორდინაციას ახორციელებდა.

ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს