ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 12

შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტ პეტრა ბაირს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში ხშირად ხდება საერთაშორისო ო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტ პეტრა ბაირს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში ხშირად ხდება საერთაშორისო ო…

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტ პეტრა ბაირს შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში ხშირად ხდება საერთაშორისო ორგანიზაციების ინსტრუმენტალიზაცია პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, რისი მაგალითიცაა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამოკიდებულება საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მიმართ.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს პარლამენტსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის ურთიერთობებზე. აღინიშნა, რომ დღესდღეობით ასამბლეაში საქართველოს პარლამენტს დელეგაცია არ ჰყავს.

შალვა პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა PACE-ს მიერ 2025 წლის იანვარში მიღებულ რეზოლუციაზე, რომელიც, მისი თქმით, უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს.

მან განაცხადა, რომ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების გაგრძელების პირობად ახალი საპარლამენტო არჩევნების გამართვა განისაზღვრა, რითაც საპარლამენტო ასამბლეამ თავისივე პრინციპები დაარღვია. შალვა პაპუაშვილმა თანამშრომლობის აღდგენის გზად საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების უპირობო აღიარება დაასახელა.

შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ევროპის საბჭოს ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული რჩება.

შეხვედრა შედგა იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციის ფარგლებში.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს