ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 18

ნიკოლოზ სამხარაძე: უფრო და უფრო მეტი ქვეყანა რწმუნდება, რომ საქართველოში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არა თუ საპარლამენტო არჩევნების დროინდელ ნიშნულს უთანაბრდება, არამედ ბევრად უფრო მეტია დღეს, რაც ბოლო კვლევებმაც დაადასტურა. ამიტომ იმედი გვაქვს, რომ ბრიუსელი მალე გადახედავს პოზიციას და საქართველოსთან სრულფასოვან დიალოგს აღადგენს

ნიკოლოზ სამხარაძე: უფრო და უფრო მეტი ქვეყანა რწმუნდება, რომ საქართველოში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არა თუ საპარლამენტო არჩევნების დროინდელ ნიშნულს უთანაბრდება, არამედ ბევრად უფრო მეტია დღეს, რაც ბოლო კვლევებმაც დაადასტურა. ამიტომ იმედი გვაქვს, რომ ბრიუსელი მალე გადახედავს პოზიციას და საქართველოსთან სრულფასოვან დიალოგს აღადგენს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მედიასთან იტალიაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების მთავარ თემებზე ისაუბრა. ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ამ თემებს შორის იყო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მედიასთან იტალიაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების მთავარ თემებზე ისაუბრა. ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ამ თემებს შორის იყო…

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მედიასთან იტალიაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების მთავარ თემებზე ისაუბრა. ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ამ თემებს შორის იყო როგორც ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები, ასევე ოკუპაცია.

„საუბარი გვქონდა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების, ოკუპაციის შესახებ. ჩვენს პარტნიორებს მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ რა ხდება ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში”, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა რწმუნდება, რომ საქართველოსთან დიალოგი უნდა აღდგეს.

„ჩვენი განცდაა, რომ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა რწმუნდება იმაში, რომ დიალოგი უნდა აღდგეს; უფრო და უფრო მეტი ქვეყანა რწმუნება იმაში, რომ ეს სიტუაცია არის ჩიხური; უფრო და უფრო მეტი ქვეყანა რწმუნდება იმაში, რომ საქართველოში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არა თუ საპარლამენტო არჩევნების დროინდელ ნიშნულს უთანაბრდება, არამედ ბევრად უფრო მეტია დღეს, რაც ბოლო კვლევებმაც დაადასტურა. ამიტომ იმედი გვაქვს, რომ ბრიუსელი საბოლოო ჯამში მალე გადახედავს ამ პოზიციას და საქართველოსთან სრულფასოვან დიალოგს აღადგენს”, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით რომში ვიზიტით იმყოფებოდა. პარლამენტის თავმჯდომარე რომში ევროპის საბჭოს პარლამენტის თავმჯდომარეთა ევროპულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა, ასევე გაიმართა არაერთი ორმხრივი შეხვედრა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს