ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 12

გიორგი ცაგარეიშვილი: გაზაფხულის მიწურულს ზუგდიდში დაახლოებით 1700 ბინას გადავცემთ დევნილებს. 6000 დევნილი ოჯახი ახლად აშენებულ კორპუსებში დაიდებს ბინას. ვაპირებთ, რომ პროექტი მომავალშიც გაგრძელდეს

გიორგი ცაგარეიშვილი: გაზაფხულის მიწურულს ზუგდიდში დაახლოებით 1700 ბინას გადავცემთ დევნილებს. 6000 დევნილი ოჯახი ახლად აშენებულ კორპუსებში დაიდებს ბინას. ვაპირებთ, რომ პროექტი მომავალშიც გაგრძელდეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დევნილებისთვის დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილის თქმით, გაზაფხულის ბოლოს ზუგდიდში, 6000 დევნილი ოჯახი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დევნილებისთვის დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილის თქმით, გაზაფხულის ბოლოს ზუგდიდში, 6000 დევნილი ოჯახი…

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დევნილებისთვის დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა.

მინისტრის მოადგილის თქმით, გაზაფხულის ბოლოს ზუგდიდში, 6000 დევნილი ოჯახი ახლად აშენებულ კორპუსებში დაიდებს ბინას.

„ჯანდაცვის სამინისტრო დევნილთა დასაკმაყოფილებლად ორ პროგრამას ახორციელებს. ერთი არის ბინებით დაკმაყოფილება, მეორე - სოფლად სახლის პროგრამა. გაზაფხულის მიწურულს ზუგდიდში დაახლოებით 1700 ბინას გადავცემთ დევნილებს. ამით ბინების გადაცემის მეშვეობით, მასობრივი განსახლების ერთი ეტაპი საქართველოს ტერიტორიაზე დასრულდება. 6000 დევნილი ოჯახი ახლად აშენებულ კორპუსებში დაიდებს ბინას. ვაპირებთ, რომ პროექტი მომავალშიც გაგრძელდეს.

ასევე გრძელდება სოფლად სახლის პროგრამა. 2000 დევნილი ოჯახისთვის შესაბამისი კომპენსაცია გავეცით იმისთვის, რომ სოფლად სახლები შეიძინონ. დიდი რაოდენობა იყო დარჩენილი დევნილების, ვისაც არ უსარგებლია არც ერთი და არც მეორე მიმართულებით. გადავწყვიტეთ, რომ აუცილებელი იყო იმგვარი პროგრამის შემუშავება და დანერგვა, რომელიც გასწვდებოდა ყველას, განურჩევლად იმისა, მათ აქამდე ჰქონდათ შეძენილი საკუთრება, თუ საერთოდ არ ჰქონდათ მიღებული სახელმწიფოსგან რაიმე - ბინა, სოფლად სახლი, თუ სხვა რამ“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს