ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 17

პრემიერი პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელზე: თუ ვინმეს სურს რაიმე კომენტარის გაკეთება ამ საკითხთან დაკავშირებით, უნდა გაეცნოს სარჩელს და მოგვიანებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას

პრემიერი პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელზე: თუ ვინმეს სურს რაიმე კომენტარის გაკეთება ამ საკითხთან დაკავშირებით, უნდა გაეცნოს სარჩელს და მოგვიანებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ ვინმეს სურს მმართველი პარტიის მიერ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის შესახებ რაიმე კომენტარის გაკეთება, ჯერ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ ვინმეს სურს მმართველი პარტიის მიერ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის შესახებ რაიმე კომენტარის გაკეთება, ჯერ…

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ ვინმეს სურს მმართველი პარტიის მიერ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის შესახებ რაიმე კომენტარის გაკეთება, ჯერ თავად სარჩელს უნდა გაეცნოს, ხოლო შემდეგ გადაწყვეტილებას.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საკითხი არ უნდა იყოს პოლიტიზებული.

„პირველ რიგში, ეს არის სამართლებრივი საკითხი. შესაბამისად, თუ ვინმეს სურს რაიმე კომენტარის გაკეთება ამ საკითხთან დაკავშირებით, უნდა გაეცნოს სარჩელს და მოგვიანებით გაეცნოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ეს არის ჩვენი მოწოდება. ამ საკითხის პოლიტიზება არის თავისთავად პრინციპების დარღვევა, მათ შორის ევროპული პრინციპების“, - აღნიშნა კობახიძემ.

მთავრობის თავმჯდომარე აგრეთვე გამოეხმაურა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების განცხადებას, რომლითაც ისინი უცხოელ პარტნიორებს საკითხით დაინტერესებას სთხოვენ.

„როდესაც ეს პარტიები ითხოვენ ამ საკითხის პოლიტიზებას, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს მათ სულისკვეთებაზე. ეს არ არის სწორი. ეს საკითხი არ უნდა იყოს პოლიტიზებული. პირველ რიგში, ყველა უნდა გაეცნოს სამართლებრივ ნიუანსებს, სარჩელის შინაარსს; მოგვიანებით, გადაწყვეტილების შინაარსს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გაკეთდეს, პირველ რიგში, სამართლებრივი შეფასებები და მერე ყველაფერი დანარჩენი“, - დასძინა მან.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს