ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 16

ირაკლი კობახიძე ევროკავშირთან ურთიერთობაზე: ნაბიჯები ორივე მხრიდან უნდა გადაიდგას და გვაქვს ძალიან მკაფიო და მარტივი შეთავაზება - დავიწყოთ დიალოგი

ირაკლი კობახიძე ევროკავშირთან ურთიერთობაზე: ნაბიჯები ორივე მხრიდან უნდა გადაიდგას და გვაქვს ძალიან მკაფიო და მარტივი შეთავაზება - დავიწყოთ დიალოგი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ალბათ შარშანდლის მსგავსი იქნება ახალი ანგარიში, იქიდან გამომდინარე, რომ ვერ ვხედავთ რაიმე არსებით ცვლილებას ევროკომისიის მიდგომებში, რაც ძალიან სამწუხაროა, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის გაფართოების ანგარიშთან…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ალბათ შარშანდლის მსგავსი იქნება ახალი ანგარიში, იქიდან გამომდინარე, რომ ვერ ვხედავთ რაიმე არსებით ცვლილებას ევროკომისიის მიდგომებში, რაც ძალიან სამწუხაროა, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის გაფართოების ანგარიშთან…

ალბათ შარშანდლის მსგავსი იქნება ახალი ანგარიში, იქიდან გამომდინარე, რომ ვერ ვხედავთ რაიმე არსებით ცვლილებას ევროკომისიის მიდგომებში, რაც ძალიან სამწუხაროა, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით მოლოდინებზე საუბრისას. პრემიერ-მინისტრმა კვლავ გაუსვა ხაზი ორმაგ სტანდარტებსა და უსამართლო დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ, რაც ჯერჯერობით არ შეცვლილა.

მთავრობის მეთაურმა ასევე უპასუხა კითხვას იმის შესახებ თუ ვინ უნდა გადადგას ნაბიჯები ურთიერთობის საწყის დონეზე დასაბრუნებლად.

„ნაბიჯები ორივე მხრიდან უნდა გადაიდგას და გვაქვს ძალიან მკაფიო და მარტივი შეთავაზება - დავიწყოთ დიალოგი. ეს დიალოგი, ჩვენი წარმოდგენით, უნდა იყოს წარმართული პოლიტიკურ დონზე, რადგან საბოლოო ჯამში პოლიტიკოსები იღებენ გადაწყვეტილებებს, როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს, ამიტომ, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ დონეზე დაიწყოს ეს დიალოგი. მეორე, რაც ჩვენთვის პრინციპული და მნიშვნელოვანია, ეს დიალოგი და დისკუსია უნდა იყოს ღია და საჯარო, მათ შორის ქართული საზოგადოებისთვის. ეს არის ჩვენი შეთავაზება. მე მგონი ეს არის აბსოლუტურად იდეალური შეთავაზება. დიალოგის გარეშე ვერცერთი საკითხი ვერ გადაწყდება. რატომ არ შეიძლება ჩვენს ამ შეთავაზებას დაუპირისპირდეს დადებითი პასუხი, არ ვიცით. თუ არსებობს ურთიერთობების გაჯანსაღების სურვილი, ევროპული სტრუქტურების წარმომადგენლები იოლად უნდა დაეთანხმონ ჩვენს შეთავაზებას, იმიტომ რომ დიალოგს არავითარი მინუსი არ შეიძლება ჰქონდეს“, - მიიჩნევს პრემიერი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს