ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 6

ოპოზიციის წარმომადგენელი მამუკა გამყრელიძე: ჩვენ ის ჩვენთვის ჩვეული ევროპა გვტკივა, რომელიც აღარ იქნება - იქნება მეტი ჩადრები და შეიძლება შარიათის კანონებიც დაემატოს

ოპოზიციის წარმომადგენელი მამუკა გამყრელიძე: ჩვენ ის ჩვენთვის ჩვეული ევროპა გვტკივა, რომელიც აღარ იქნება - იქნება მეტი ჩადრები და შეიძლება შარიათის კანონებიც დაემატოს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გაბოროტებული მასის ვანდალიზმი, რომელიც დღეს საფრანგეთის ყველა დიდ ქალაქში ისტორიულ შენობებს წვავს, გახლავთ უვერტიურა იმ დიდი პროცესისა, რომელსაც ტრანსფორმაცია ჰქვია, - წერს ოპოზიციის წარმომადგენელი მამუკა გამყრელიძე სოცი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გაბოროტებული მასის ვანდალიზმი, რომელიც დღეს საფრანგეთის ყველა დიდ ქალაქში ისტორიულ შენობებს წვავს, გახლავთ უვერტიურა იმ დიდი პროცესისა, რომელსაც ტრანსფორმაცია ჰქვია, - წერს ოპოზიციის წარმომადგენელი მამუკა გამყრელიძე სოცი…

გაბოროტებული მასის ვანდალიზმი, რომელიც დღეს საფრანგეთის ყველა დიდ ქალაქში ისტორიულ შენობებს წვავს, გახლავთ უვერტიურა იმ დიდი პროცესისა, რომელსაც ტრანსფორმაცია ჰქვია, - წერს ოპოზიციის წარმომადგენელი მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, მიმდინარეობს ევროპის მორიგი ტრანსფორმაცია. გამყრელიძის განმარტებით, არსებული ცივილიზაციისათვის სრულიად უცხო კულტურის, რელიგიის და მენტალობის მატარებელი ტომები ნელ ნელა ეპატრონებიან ევროპას და შეიძლება რომაულ კანონმდებლობას შარიათის კანონებიც დაემატოს.

„მიმდინარეობს ევროპის მორიგი ტრანსფორმაცია, რომელიც მშობიარობის ჭინთვებივით მტკივნეული და დამღლელია. საბოლოოდ კი მივიღებთ ახალშობილ, იმ მულტიკულტურულ ევროპას, რომლის დასაბადებლად ათწლეულები იღწვოდნენ ულტრალიბერალი ევროპელი ინტელექტუალები.

ისტორია გვიყვება, რომ ასეთი ტრანსფორმაცია ევროპაში რამდენჯერმე მოხდა. ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში ევროპის და ახლო აღმოსავლეთის მოწინავე და განვითარებული კულტურები, მიკენი, ხეთები, ლევანტი და ალასია დაეცნენ ე.წ. ზღვის ხალხების შემოსევის შემდეგ. შედეგად ჯერ ბრინჯაოს ხანის კოლაპსი მოხდა შემდეგ კი მივიღეთ ელინური კულტურა.

უძლიერესი რომის იმპერიაც ველური გერმანული ტომების შემოსევის შედეგად განადგურდა. შედეგად ჯერ ბნელი საუკუნეები და შემდეგ რენესანსი და დასავლური კულტურის შექმნა მოხდა.

ამჯერადაც ანალოგიური პროცესი მიდის. როგორც წინა საუკუნეებში დღესაც, არსებული ცივილიზაციისათვის სრულიად უცხო კულტურის, რელიგიის და მენტალობის მატარებელი ტომები ნელ ნელა ეპატრონებიან ევროპას. როგორც რომაელთა პერიოდში დღესაც ხდება ხალხთა დიდი გადასახლება. ამჯერად აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან. უცხო ტომელების შემოდინება იმდენად მასშტაბურია, რომ ევროპა ვეღარ ახერხებს მათ ინტეგრირებას. შობადობაშიც გიგანტური განსხვავებაა უცხოტომელების სასარგებლოდ.

დღეს, ამ არეულობის საბაბი ფრანგული განათლების სისტემის პრობლემებია. მაგრამ ეს მხოლოდ საბაბია. ორგანიზატორები ულტრამემარცხენეები არიან, რომელთა მიზანიც ყოველთვის რევოლუცია და ნგრევა იყო ეფემერული და უტოპიური კომენიზმის ასაშენებლად, მაგრამ მთავარია ვინ არიან შემსრულებლები. ეს იმ უცხოტომელების უკვე წამოზრდილი მესამე თაობა გახლავთ. ფრანგული პასპორტებით, მაგრამ კვლავ აფრიკული და აზიური მენტალობით. ცოტა ხანში კი ეს ბრბო მივა საარჩევნო ყუთებთანაც.

ტრაგედია არ მოხდება. ევროპა კვლავ ევროპად დარჩება, ოღონდაც მეტი იქნება ჩადრები და შეიძლება რომაულ კანონმდებლობას შარიათის კანონებიც დაემატოს. როგორც ზემოთ ვთქვი, ასეთი ტრანსფორმაცია ადრეც ყოფილა. საბოლოო ჯამში, შეიძლება სასიკეთოც კი იყოს. იდეოლოგია დაკარგულ, ორიენტირებარეულ და დაღლილ ევროპას ახალი სისხლი, ახალი ენერგია შეემატება. ჩვენ ის ჩვენთვის ჩვეული ევროპა გვტკივა, რომელიც აღარ იქნება. ალბათ ასე სტკიოდათ აღმოსავლეთში გადახვეწილ რომაელებსაც.

P.S. არ ვიცი ვინ წაიკითხავს ამხელა ესეს, მაგრამ მავანთ გაუჩნდებათ პარალელები კორდობის ხალიფატთან. ეს სრულიად, კატეგორიულად განსხვავებული თემაა და მომავალში ამაზეც აუცილებლად დავწერ“, - წერს გამყრელიძე.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს