ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 6

შალვა პაპუაშვილი ექსპორტის ზრდაზე: ეს არის სწორი პოლიტიკის შედეგი, რომ საქართველო საკუთარ ეროვნულ ინტერესებს უყურებს, განსხვავებით ევროკავშირის ბევრი ქვეყნის ხელისუფლებისგან. ჩვენი ხალხის ინტერესია კეთილდღეობის ზრდა. ამ შედეგებს ვაღწევთ

შალვა პაპუაშვილი ექსპორტის ზრდაზე: ეს არის სწორი პოლიტიკის შედეგი, რომ საქართველო საკუთარ ეროვნულ ინტერესებს უყურებს, განსხვავებით ევროკავშირის ბევრი ქვეყნის ხელისუფლებისგან. ჩვენი ხალხის ინტერესია კეთილდღეობის ზრდა. ამ შედეგებს ვაღწევთ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ის დაბალი ეკონომიკური მაჩვენებლები, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებშია, სწორედ იმ პოლიტიკის შედეგია, რომელიც თავად ევროპელი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ის დაბალი ეკონომიკური მაჩვენებლები, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებშია, სწორედ იმ პოლიტიკის შედეგია, რომელიც თავად ევროპელი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურ…

ის დაბალი ეკონომიკური მაჩვენებლები, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებშია, სწორედ იმ პოლიტიკის შედეგია, რომელიც თავად ევროპელი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.

პაპუაშვილს სთხოვეს შეეფასებინა საქსტატის მონაცემები, რომლის თანახმადაც, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს ექსპორტი 19.6%-ით გაიზარდა.

„ეს არის სწორი პოლიტიკის შედეგი, რომ საქართველო საკუთარ ეროვნულ ინტერესებს უყურებს, განსხვავებით ევროკავშირის ბევრი ქვეყნის ხელისუფლებისგან. ჩვენი ხალხის ინტერესია კეთილდღეობის ზრდა. ამ შედეგებს ვაღწევთ. სულ ახლახან ვიყავი რომში, სადაც იყო ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენცია. კონფერენციის ფორმატში მქონდა საშუალება ჩემს ევროპელ კოლეგებთან მესაუბრა ოფიციალური შეხვედრით, თუ სხვა ფორმატებში. ვსაუბრობდით ჩვენს ქვეყნებში არსებულ მდგომარეობაზე და იმაზე, რომ საქართველოს აქვს 7.5 %-იანი ეკონომიკური ზრდა. კი ამბობს ზოგი, რომ საქართველოს შურს სხვებისო, მაგრამ გვერწმუნეთ, ამ ციფრების ბევრ ქვეყანას შურს მაშინ, როდესაც ჩვენზე შემდეგ ქვეყანას ევროკავშირში ამის ნახევარი ეკონომიკური ზრდა აქვს. ეს არის ფაქტი, რომ ის დაბალი ეკონომიკური მაჩვენებლები, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებშია, სწორედ იმ პოლიტიკის შედეგია, რომელიც თავად ევროპელი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს. ნულის გარშემო აქვთ ეკონომიკური ზრდის ტემპები ევროკავშირის წევრ, თუ კანდიდატ ქვეყნებს. ის, ვინც არ უჯერებს ბრიუსელს, იგებს, ვინც უჯერებს - აგებს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს