ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 5

შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი დღეს ცივილიზაციურად ღუპავს ევროპას, ჩვენი ამოცანა ესეც არის, რომ გადავარჩინოთ ევროპა და შევინარჩუნოთ ის ცივილიზაცია, რომლის თანაშემოქმედებიც ჩვენ ვარ. ვხედავთ, თუ საით მიაქანებს ევროკავშირი დღეს ევროპას

შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი დღეს ცივილიზაციურად ღუპავს ევროპას, ჩვენი ამოცანა ესეც არის, რომ გადავარჩინოთ ევროპა და შევინარჩუნოთ ის ცივილიზაცია, რომლის თანაშემოქმედებიც ჩვენ ვარ. ვხედავთ, თუ საით მიაქანებს ევროკავშირი დღეს ევროპას
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ეს არის შედეგი იმისა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლებები არ მოქმედებენ საკუთარი ხალხის ეროვნული ინტერესების შესაბამისად. ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ბრიუსელის დიქტატი დღეს მოქმედებს ევროკავშირის წევრ ქვ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ეს არის შედეგი იმისა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლებები არ მოქმედებენ საკუთარი ხალხის ეროვნული ინტერესების შესაბამისად. ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ბრიუსელის დიქტატი დღეს მოქმედებს ევროკავშირის წევრ ქვ…

ეს არის შედეგი იმისა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლებები არ მოქმედებენ საკუთარი ხალხის ეროვნული ინტერესების შესაბამისად. ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ბრიუსელის დიქტატი დღეს მოქმედებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც იმ მხრივ, რომ აიძულებს მათ საკუთარი ინტერესის წინააღმდეგ იმოქმედონ. იქნება ეს მიგრაციის პოლიტიკა, ეკონომიკის მიმართულებით პოლიტიკა და ა.შ., - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საფრანგეთში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას.

მისივე თქმით, საბოლოო ჯამში ყველა ამ პოლიტიკის შედეგია ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება და მიიღეს უკმაყოფილო საზოგადოება.

„კვლევებიც ადასტურებს, რომ ხალხის ნდობა ხელისუფლების მიმართ არის ძალიან დაბალი. 10%-ის გარშემოა გერმანიის ხელისუფლების მიმართ, საფრანგეთის ხელისუფლების მიმართ და ყველა ამ წამყვანი ქვეყნების ხელისუფლებების მიმართ მოსახლეობის ნდობა და შემდეგ ეს უნდობლობა გამოისახა ამ ძალადობაში, რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპის სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში.

როდესაც ვსაუბრობთ ცივილიზაციურ უფსკრულზე, სადაც მიაქანებს ბრიუსელი დღეს ევროპას, პირდაპირ ჩავიხედეთ რა არის ცივილიზაციური უფსკრული, როდესაც ვხედავთ პარიზში როგორ წვავენ არა მხოლოდ შენობებს, არამედ ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლებს, არის ძალადობა პარიზის თუ სხვა ქალაქების ქუჩებში. ჩვენ ყველა ვხედავთ ევროპის ცივილიზაციური უფსკრული.

საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირი დღეს ცივილიზაციურად ღუპავს ევროპას და ჩვენი ამოცანა ესეც არის, რომ გადავარჩინოთ ევროპა და შევინარჩუნოთ ის ცივილიზაცია, რომლის თანაშემოქმედებიც ჩვენ ვარ. ვხედავთ, თუ საით მიაქანებს ევროკავშირი დღეს ევროპას.

დღეს ევროპა საშველია თავად ბრიუსელისგან, ევროკავშირის მესვეურებისგან იმისთვის, რომ საბოლოოდ არ გადაიჩეხოს ევროპა ცივილიზაციურ უფსკრულში“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს