ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 12

შალვა პაპუაშვილი: მთავარი საკითხები, რაზეც პარლამენტის წევრებსაც ჰქონდათ ინტერესი პოლიტსაბჭოზე, იყო ის, რომ მოესმინათ ბატონი ბიძინას შეფასებები ზოგადად პოლიტიკურ პროცესზე, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს

შალვა პაპუაშვილი: მთავარი საკითხები, რაზეც პარლამენტის წევრებსაც ჰქონდათ ინტერესი პოლიტსაბჭოზე, იყო ის, რომ მოესმინათ ბატონი ბიძინას შეფასებები ზოგადად პოლიტიკურ პროცესზე, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მთავარი საკითხები, რაზეც პარლამენტის წევრებსაც ჰქონდათ ინტერესი პოლიტსაბჭოზე, იყო ის, რომ მოესმინათ ბატონი ბიძინასგან მისი შეფასებები ზოგადად პოლიტიკურ პროცესზე, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს. არ არის იოლი გარემო ჩვენს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მთავარი საკითხები, რაზეც პარლამენტის წევრებსაც ჰქონდათ ინტერესი პოლიტსაბჭოზე, იყო ის, რომ მოესმინათ ბატონი ბიძინასგან მისი შეფასებები ზოგადად პოლიტიკურ პროცესზე, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს. არ არის იოლი გარემო ჩვენს…

მთავარი საკითხები, რაზეც პარლამენტის წევრებსაც ჰქონდათ ინტერესი პოლიტსაბჭოზე, იყო ის, რომ მოესმინათ ბატონი ბიძინასგან მისი შეფასებები ზოგადად პოლიტიკურ პროცესზე, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს. არ არის იოლი გარემო ჩვენს გარშემო, აინტერესებდათ, როგორ აფასებს ის ამ საკითხების გავლენას საქართველოზე, შიდა პოლიტიკაზე, თუ როგორ ხედავს ჩვენი ქვეყნის განვითარების ტემპებს და ეკონომიკური მიმართულებით და მსგავს საკითხებზე იყო საუბარი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, მსგავსი შეხვედრების დროს უფრო გლობალურ და ფართო საკითხებზეა ხოლმე მსჯელობა და ნაკლებად რაიმე კონკრეტულ საკითხებზე.

„თავად ბატონ ბიძინასაც სურდა პოლიტსაბჭოსთან შეხვედრა, ვინაიდან დიდი დრო იყო გასული ბოლო ასეთი შესაძლებლობიდან. ფაქტობრივად 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში სხვადასხვა ფართო ჯგუფებთან კომუნიკაციის შემდეგ ასეთი შესაძლებლობა არ ჰქონია გუნდს. ამიტომ ბატონი ბიძინას სურვილიც იყო, რომ გვესაუბრა ამ საკითხებზე.

ვნახეთ ჩვენ რამდენიმედღიანი აჟიოტაჟი, რომელიც მედიამ მოაწყო და ჩემი რჩევა იქნება, რომ ცრუ მოლოდინები არ უნდა ჩამოაყალიბოთ, რომელიც თავიდანვე იცით, რომ ცრუა, რადგან თქვენ მიმართ ისედაც არ არსებული ნდობა ქვემოთ იწევს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს