მიხეილ სააკაშვილი – ოპოზიცია მეორად, second-hand ოპოზიციად იქცა, second-hand ვის რაში სჭირდება, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმაც კი უთხრა, რომ მათი ერთადერთი შანსი სააკაშვილთან გაერთიანებაა

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF
- საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ, „ქართული ოცნებისვე“ კვლევით, მისი რეიტინგი ივანიშვილ/კობახიძის ელექტორალურ რეიტინგს გაუტოლდა. ამასთან, სააკაშვილი აცხადებ…
- მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ, „ქართული ოცნებისვე“ კვლევით, მისი რეიტინგი ივანიშვილ/კობახიძის ელექტორალურ რეიტინგს გაუტოლდა. ამასთან, სააკაშვილი აცხადებ…
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ, „ქართული ოცნებისვე“ კვლევით, მისი რეიტინგი ივანიშვილ/კობახიძის ელექტორალურ რეიტინგს გაუტოლდა.
ამასთან, სააკაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია ე.წ. second-hand ოპოზიციად იქცა.
„მაგარი ამბავი! „ქოცებისვე“ ჩატარებულ ბოლო კვლევაში, პირველად 2012 წლის შემდეგ, მე გავუტოლდი ივანიშვილ/კობახიძის ელექტორალურ რეიტინგს.
ორივეს დაგვიწერეს 35-36%. დანარჩენი ვერცერთი პარტია ვერ სცდება 3%-ს, რაც იმის შედეგია, რომ ოპოზიციამ ჩემი ოპონირება აირჩია მთავარ პრიორიტეტად, იმის მაგივრად, რომ დიქტატურას მწვავედ დაუპირისპირდეს, იქცა მეორად, second-hand ოპოზიციად და second-hand ვის რაში სჭირდება.
თან საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმაც კი უთხრა, რომ მათი „ერთადერთი შანსი სააკაშვილთან გაერთიანებაა““, – წერს მიხეილ სააკაშვილი.