ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 11

რევაზ სოხაძე: თბილისის შემოვლითი გზა მნიშვნელოვნად განტვირთავს დედაქალაქს და გააძლიერებს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციას

რევაზ სოხაძე: თბილისის შემოვლითი გზა მნიშვნელოვნად განტვირთავს დედაქალაქს და გააძლიერებს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციას
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნისა და ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისთვის, ისე დედაქალაქის საგზაო ქსელის განტვირთვისთ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნისა და ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისთვის, ისე დედაქალაქის საგზაო ქსელის განტვირთვისთ…

„თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნისა და ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისთვის, ისე დედაქალაქის საგზაო ქსელის განტვირთვისთვის. პროექტის დასრულება იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი მოსახლეობის გადაადგილების პირობების გაუმჯობესებისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიმართულებით“, - განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ თბილისის შემოვლითი გზის წიწამური–ავჭალის მონაკვეთის მშენებლობაზე ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით.

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა წიწამური–ავჭალის 7.3-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა. სამშენებლო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.

მინისტრის განცხადებით, თბილისის შემოვლითი გზის სხვა მონაკვეთებზეც აქტიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი პროცედურები და უახლოეს პერიოდში პროექტის განხორციელება კიდევ უფრო ფართო მასშტაბს მიიღებს.

„თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობის პირველი ეტაპის ფარგლებში კონტრაქტორთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და უახლოეს პერიოდში სამშენებლო სამუშაოებიც დაიწყება. რამდენიმე დღეში გამოვლინდება მესამე მონაკვეთის ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელთანაც ასევე გაფორმდება ხელშეკრულება. გვაქვს მოლოდინი, რომ უახლოეს თვეებში მეოთხე და მეხუთე მონაკვეთებზეც სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაში გადავა“, - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

წიწამური–ავჭალის მონაკვეთზე აშენდება ოთხზოლიანი საავტომობილო გზა, რომლის ერთ-ერთი მთავარი საინჟინრო კომპონენტი 3.4 კილომეტრის სიგრძის ორი პარალელური გვირაბია. პროექტი ასევე ითვალისწინებს ხიდების, სატრანსპორტო კვანძებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების მშენებლობას.

თბილისის შემოვლითი გზა აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო ავტომაგისტრალის (E60) მნიშვნელოვანი ნაწილია. პროექტის მთავარი მიზანია სატრანზიტო მოძრაობის ნაწილის დედაქალაქის გვერდის ავლით გატარება, რაც ხელს შეუწყობს თბილისის საგზაო ქსელის განტვირთვას, გადაადგილების დროისა და ხარჯების შემცირებას და საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებას.

თბილისის შემოვლითი გზა ნატახტრის/წიწამურის მიმართულებიდან რუსთავამდე დაახლოებით 49 კილომეტრზეა დაგეგმილი. წიწამური–ავჭალის მონაკვეთზე სამშენებლო ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, მესამე მონაკვეთზე ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენა უახლოეს დღეებში იგეგმება, ხოლო მეოთხე და მეხუთე მონაკვეთებზე სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვების ეფექტიანობის ზრდას, ქვეყნის სატრანსპორტო კავშირების განვითარებასა და დედაქალაქში გადაადგილების პირობების გაუმჯობესებას.

ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს