ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 10

მერაბ გამყრელიძე გაერთიანებული სამეფოს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელს შეხვდა

მერაბ გამყრელიძე გაერთიანებული სამეფოს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, მერაბ გამყრელიძემ, საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩოს საერთაშორისო მეკავშირე ოფიცერთან, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სააგენტოს (NCA) წარმ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, მერაბ გამყრელიძემ, საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩოს საერთაშორისო მეკავშირე ოფიცერთან, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სააგენტოს (NCA) წარმ…

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, მერაბ გამყრელიძემ, საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩოს საერთაშორისო მეკავშირე ოფიცერთან, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სააგენტოს (NCA) წარმომადგენელ ჯონათან მეთიუსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრას საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე დავით არდაზიშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილე დავით შაქარაშვილი ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებული გამოწვევები და სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აქტიური კომუნიკაციისა და საერთო პრიორიტეტების განსაზღვრის მნიშვნელობას.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, კონკრეტული მიმართულებებით სამუშაო ფორმატში გააგრძელონ თანამშრომლობა. აღინიშნა, რომ პარტნიორობის გაღრმავება ხელს შეუწყობს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას, მათ შორის, მოქმედი კანონმდებლობის შესწავლასა და ანალიზს, აგრეთვე კიბერდანაშაულისა და სხვა სახის ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე მეთოდებთან დაკავშირებით გამოცდილების ურთიერთგაზიარებას.

საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს შესაბამის უწყებებს შორის პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, მხარეები სამომავლო ერთობლივი აქტივობების დაგეგმვაზე მუშაობას გააგრძელებენ.

ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს