ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 12

შაკო კუჭაშვილი: პოსტებზე არ უნდა რჩებოდნენ ადამიანები, რომლებიც აქციებისას სტუდენტებს ღიად ეუბნებოდნენ, რომ ქულას პარლამენტის წინ დგომაში დაუწერდნენ და რომ ფეიერვერკის სროლა გამოხატვის თავისუფლებაა. ყველა მათგანი არა მხოლოდ უნდა ჩამოშორდეს პედაგოგიურ საქმიანობას, არამედ, პასუხიც უნდა აგოს კანონის წინაშე საბოტაჟის წაქეზებისთვის

შაკო კუჭაშვილი: პოსტებზე არ უნდა რჩებოდნენ ადამიანები, რომლებიც აქციებისას სტუდენტებს ღიად ეუბნებოდნენ, რომ ქულას პარლამენტის წინ დგომაში დაუწერდნენ და რომ ფეიერვერკის სროლა გამოხატვის თავისუფლებაა. ყველა მათგანი არა მხოლოდ უნდა ჩამოშორდეს პედაგოგიურ საქმიანობას, არამედ, პასუხიც უნდა აგოს კანონის წინაშე საბოტაჟის წაქეზებისთვის
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ნინო ჟიჟილაშვილი, ეს სახელი და გვარი, ეს პერსონა, გვახსენებს ეგზისტენციალურ საფრთხეს საქართველოს მომავლისთვის, - წერს სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი, რომელიც „ფორმულას“ ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილის მიერ „იმედისა“ და…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ნინო ჟიჟილაშვილი, ეს სახელი და გვარი, ეს პერსონა, გვახსენებს ეგზისტენციალურ საფრთხეს საქართველოს მომავლისთვის, - წერს სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი, რომელიც „ფორმულას“ ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილის მიერ „იმედისა“ და…

ნინო ჟიჟილაშვილი, ეს სახელი და გვარი, ეს პერსონა, გვახსენებს ეგზისტენციალურ საფრთხეს საქართველოს მომავლისთვის, - წერს სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი, რომელიც „ფორმულას“ ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილის მიერ „იმედისა“ და „პოს ტვ“-ის ჟურნალისტების მისამართით გაკეთებულ არაკორექტულ განცხადებებს ეხმიანება.

მისი თქმით, პოსტებზე ასევე არ უნდა რჩებოდნენ ადამიანები, რომლებიც აქციებისას სტუდენტებს ეუბნებოდნენ, რომ ქულას პარლამენტის წინ დგომაში დაუწერდნენ. კუჭაშვილს მიაჩნია, რომ ყველა მათგანი არა მხოლოდ უნდა ჩამოშორდეს პედაგოგიურ საქმიანობას, არამედ, პასუხიც უნდა აგოს კანონის წინაშე საბოტაჟის წაქეზებისთვის.

„ასეთი ადამიანები ეწევიან პედაგოგიურ საქმიანობას, კითხულობენ ლექციებს და ურთიერთობა აქვთ ახალგაზრდებთან. სწორედ ამიტომ, ეს საკითხი მხოლოდ ერთი ადამიანის არაკორექტულ განცხადებას არ ეხება. იმ უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან და მმართველ რგოლთან (აკადემიურ საბჭოსთან ) არის განსახილველი ამ ადამიანის, რბილად რომ ვთქვათ, დისციპლინური პრობლემები.

პოსტებზე ასევე არ უნდა რჩებოდნენ ადამიანები, რომლებიც აქციებისას სტუდენტებს ღიად ეუბნებოდნენ, რომ ქულას პარლამენტის წინ დგომაში დაუწერდნენ, რომ მთავარი გამოცდა ახლა პარლამენტის წინ არის და რომ ფეიერვერკის სროლა გამოხატვის თავისუფლებაა. ყველა მათგანი არა მხოლოდ უნდა ჩამოშორდეს პედაგოგიურ საქმიანობას, არამედ პასუხიც უნდა აგოს კანონის წინაშე საბოტაჟის წაქეზებისთვის“, - წერს შაკო კუჭაშვილი.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს