ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 16

21 ოქტომბრის მდგომარეობით, რაჭაში 2400 ტონამდე ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენია გადამუშავებული - მოსავალი 1300-მდე მევენახემ დააბინავა

21 ოქტომბრის მდგომარეობით, რაჭაში 2400 ტონამდე ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენია გადამუშავებული - მოსავალი 1300-მდე მევენახემ დააბინავა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რაჭაში რთველი აქტიურ ფაზაშია. ადგილობრივი ყურძნის ჯიშების მუჯურეთულისა და ალექსანდროულის დიდი ნაწილი უკვე დაბინავებულია. რეგიონში ამ დროისთვის 2400 ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. მოსავლის მიღების პროცესში ღვინის მწარმო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რაჭაში რთველი აქტიურ ფაზაშია. ადგილობრივი ყურძნის ჯიშების მუჯურეთულისა და ალექსანდროულის დიდი ნაწილი უკვე დაბინავებულია. რეგიონში ამ დროისთვის 2400 ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. მოსავლის მიღების პროცესში ღვინის მწარმო…

რაჭაში რთველი აქტიურ ფაზაშია. ადგილობრივი ყურძნის ჯიშების მუჯურეთულისა და ალექსანდროულის დიდი ნაწილი უკვე დაბინავებულია. რეგიონში ამ დროისთვის 2400 ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. მოსავლის მიღების პროცესში ღვინის მწარმოებელი 35 კომპანია ჩაერთო. 1300-მდე მევენახემ მოსავალი უკვე დააბინავა.

რაჭაში მევენახეებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის მიზნით სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა მოქმედებს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ყურძნის ჯიშობრივი სიზუსტის დაცვას, რომელსაც სპეციალისტები ამოწმებენ.

რაჭაში რთველის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა საკოორდინაციო შტაბისგან მიიღო. დავით სონღულაშვილი სოფელ ხვანჭკარაში მდებარე ღვინის საწარმოშიც იმყოფებოდა.

რაჭაში წელს 3000 ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან. მევენახეების შემოსავალი წელს 19 მილიონ ლარამდე იქნება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს