ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 11

წალენჯიხაში „წალენჯიხობა-გრანელობა“ და შემოდგომის დღესასწაული მასშტაბურად აღინიშნება

წალენჯიხაში „წალენჯიხობა-გრანელობა“ და შემოდგომის დღესასწაული მასშტაბურად აღინიშნება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • 22 ოქტომბერს წალენჯიხა ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს- „წალენჯიხობა-გრანელობასა“ და შემოდგომის დღეებს მასპინძლობდა. ქალაქში მთელი დღის განმავლობაში პოეტური განწყობა, ცოცხალი მუსიკა და სადღესასწაულო ატმოსფერო სუფევდა. ღონი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

22 ოქტომბერს წალენჯიხა ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს- „წალენჯიხობა-გრანელობასა“ და შემოდგომის დღეებს მასპინძლობდა. ქალაქში მთელი დღის განმავლობაში პოეტური განწყობა, ცოცხალი მუსიკა და სადღესასწაულო ატმოსფერო სუფევდა. ღონი…

22 ოქტომბერს წალენჯიხა ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს- „წალენჯიხობა-გრანელობასა“ და შემოდგომის დღეებს მასპინძლობდა.

ქალაქში მთელი დღის განმავლობაში პოეტური განწყობა, ცოცხალი მუსიკა და სადღესასწაულო ატმოსფერო სუფევდა.

ღონისძიებების ციკლი ტრადიციულად დიდი პოეტის ხსოვნისადმი პატივის მიგებით დაიწყო. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტერენტი გრანელის ძეგლი გვირგვინით შეამკეს.

​დღის განმავლობაში ადგილობრივებსა და სტუმრებს მრავალფეროვანი კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამა წარედგინათ:

გუგე ცანავას სახელობის პარკში გაიმართა ღონისძიება ტერენტი გრანელი- „ის აქ არის!..“, სადაც ლექსები ვიოლინოსა და საქსოფონის ჰანგების თანხლებით გაჟღერდა.

​სამეცნიერო-შემეცნებითი შეხვედრის ფარგლებში, წალენჯიხის მთავარ ბიბლიოთეკაში ბორის დავითაიამ ლევან დადიანის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე საინტერესო მოხსენება წაიკითხა.

​გოგი კალანდიას სახელობის ცენტრალურ მოედანზე „მოძრაობის თეატრის“ შთამბეჭდავი მსვლელობა გაიმართა.

​დღესასწაულის ფარგლებში, წალენჯიხის ადმინისტრაციულმა ერთეულებმა შემოდგომის უხვმოსავლიანი და კუთხური ტრადიციებით მდიდარი კუთხეები წარადგინეს. პატარებისთვის მოეწყო სპეციალური გასართობი სივრცეები, ხოლო სპორტის მოყვარულთათვის სხვადასხვა აქტივობები გაიმართა.

ღია ცის ქვეშ გამართულ კონცერტზე მაყურებლის წინაშე ადგილობრივი ვოკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლები წარდგნენ.

​დღევანდელ საზეიმო ღონისძიებებს ოფიციალური სტუმრები ესწრებიან, მათ შორის: საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი პირები, ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, თბილისის საკრებულოს წევრები, რეგიონის მერები, საკრებულოების წარმომადგენლები და სხვა პირები.

ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს