ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 21

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე უნივერსიტეტის განვითარების პრიორიტეტები და საერთაშორისო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. ინფორმაციას ქუთაისის სა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე უნივერსიტეტის განვითარების პრიორიტეტები და საერთაშორისო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. ინფორმაციას ქუთაისის სა…

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე უნივერსიტეტის განვითარების პრიორიტეტები და საერთაშორისო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

KIU-ს აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა საბჭოს წევრებს უნივერსიტეტში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, მიღწეული შედეგები და სამომავლო განვითარების აკადემიური და კვლევითი მიმართულებები გააცნო.

სხდომას, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტთან, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) ემერიტუს-პრეზიდენტ, პროფესორ ვოლფგანგ ჰერმანთან ერთად, ასევე, დაესწრნენ საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს სხვა წევრები. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს TUM-ის მათემატიკური ფინანსების კათედრის თავმჯდომარემ, KIU-ს სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა რუდი ზაგსტმა და KIU-ს კანცლერმა, ლევან კოპალიანმა.

საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრებთან დისკუსია მნიშვნელოვანია საერთაშორისო აკადემიური გამოცდილების გაზიარებისა და უნივერსიტეტის განვითარების პროცესში საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებისთვის. საბჭო მნიშვნელოვან როლს ასრულებს უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების პროცესში. საერთაშორისო აკადემიური გამოცდილებისა და ექსპერტული ცოდნის გაზიარება ხელს უწყობს KIU-ს ინსტიტუციურ გაძლიერებას, განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში უნივერსიტეტის წარმატებულ პოზიციონირებას.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს