ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 16

ბათუმში აგროსასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების მე-14 საერთაშორისო გამოფენა „AGRO BATUMI 2026“ გაიხსნა

ბათუმში აგროსასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების მე-14 საერთაშორისო გამოფენა „AGRO BATUMI 2026“ გაიხსნა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გამოფენას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. აჭარის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გამოფენას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. აჭარის…

გამოფენას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარემ გამოფენის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აგროსასურსათო სექტორის განვითარებისთვის მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

,,AGRO BATUMI რეგიონის მნიშვნელოვანი ბიზნეს პლატფორმაა, რომელიც ადგილობრივი წარმოების გაძლიერებასა და ჩვენი პროდუქციის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. გამოფენა ადგილობრივ მწარმოებლებს შესაძლებლობას აძლევს, პროდუქცია ფართო აუდიტორიას გააცნონ, ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ, ახალი საქმიანი კავშირები დაამყარონ და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის პერსპექტივები გააფართოონ. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებასა და აგროსასურსათო სექტორში ახალი შესაძლებლობების შექმნას“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

გამოფენაზე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიებია წარმოდგენილი, რომლებიც სოფლის მეურნეობის, სურსათის, სასმელების, ღვინის წარმოების, გადამუშავების, აგრო ტექნოლოგიებისა და აგრობიზნესის სექტორებში საქმიანობენ.

ორი დღის განმავლობაში მონაწილე კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, პოტენციურ მყიდველებს საკუთარი პროდუქცია და მომსახურება წარუდგინონ და ინოვაციურ ტექნოლოგიებს გაეცნონ.

ღონისძიებას, რომელიც კომპანია „ჯეონეტ ექსპო“-ს ორგანიზებით და აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესსფეროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს