დუშეთის მუნიციპალიტეტში ორი სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია იწყება

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF
- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საჯარო სკოლების აღდგენას იწყებს დუშეთის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში - ქვეშეთსა და საკრამულაში. შესაბამისი ხელშეკრულება ფონდმა ტენდერებ…
- მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საჯარო სკოლების აღდგენას იწყებს დუშეთის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში - ქვეშეთსა და საკრამულაში. შესაბამისი ხელშეკრულება ფონდმა ტენდერებ…
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საჯარო სკოლების აღდგენას იწყებს დუშეთის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში - ქვეშეთსა და საკრამულაში.
შესაბამისი ხელშეკრულება ფონდმა ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებთან გააფორმა.
პროექტების ფარგლებში თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად განახლდება ქვეშეთისა და საკრამულის სკოლების საკლასო ოთახები, ადმინისტრაციული სივრცეები და საინჟინრო ინფრასტრუქტურა. გაკეთდება გათბობის, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სისტემები.
დუშეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის შემდეგ მოსწავლეებისთვის უსაფრთხო და კეთილმოწყობილი საგანმანათლებლო გარემო შეიქმნება.
ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.