ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები2 წთ საკითხავი👁 7

ზურაბ პატარაძემ მაღალმთიან აჭარაში პატრიარქ შიო III- ის მიერ ჩატარებული საყოველთაო ნათლობის მონაწილეებს და სტუმრებს დღევანდელი დღე მიულოცა

ზურაბ პატარაძემ მაღალმთიან აჭარაში პატრიარქ შიო III- ის მიერ ჩატარებული საყოველთაო ნათლობის მონაწილეებს და სტუმრებს დღევანდელი დღე მიულოცა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „ერთსულოვნება, ტრადიციები, სიკეთე, სულიერება და გვერდით დგომა - ეს არის ჩვენი მხარე, ეს არის ჩვენი აჭარა და ეს არის ჩვენი სიმდიდრე“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„ერთსულოვნება, ტრადიციები, სიკეთე, სულიერება და გვერდით დგომა - ეს არის ჩვენი მხარე, ეს არის ჩვენი აჭარა და ეს არის ჩვენი სიმდიდრე“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ…

„ერთსულოვნება, ტრადიციები, სიკეთე, სულიერება და გვერდით დგომა - ეს არის ჩვენი მხარე, ეს არის ჩვენი აჭარა და ეს არის ჩვენი სიმდიდრე“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურში გამართულ საყოველთაო ნათლობაზე სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს შიო III-ს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე რწმენითა და სიყვარულით გაერთიანებული საზოგადოების ზეიმია, რომელიც ქვეყანასა და რეგიონს აძლიერებს.

სიტყვით გამოსვლისას ზურაბ პატარაძემ აჭარის სულიერ მემკვიდრეობაზე, ქრისტიანული ტრადიციების ერთგულებასა და ერთიანობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მთავრობის თავმჯდომარემ 21 სექტემბერს, ღვთისმშობლობის დღესასწაულზე, აჭარაში პატრიარქის პირველი სტუმრობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს მადლი და სიყვარული დღეს მაღალმთიან აჭარაში გრძელდება.

„დღეს მთელი საზოგადოება, ერი და ბერი, ერთად ვზეიმობთ. ეს ნამდვილად ისტორიული დღეა, რომელიც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს აჭარასა და მაღალმთიანეთს აძლიერებს და ყველას რწმენითა და დიდი სიყვარულით გვაერთიანებს.

მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ ქრისტიანობის 1700-წლოვანი გზა აჭარამ ღირსეულად, ერთგულად და მტკიცედ გაიარა. დღევანდელი დღე ამის ნათელი მაგალითია.

ერთსულოვნება, ტრადიციები, სიკეთე, სულიერება, გვერდში დგომა - ეს არის ჩვენი მხარე, ეს არის ჩვენი აჭარა და ეს არის ჩვენი სიმდიდრე. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი პატრიარქის, ილია II-ის მიერ დაწყებული საყოველთაო ნათლობის ტრადიციის გაგრძელებას. დღეს პატრიარქმა შიო III-მ 1300-მდე ბავშვი მონათლა. მადლობა მას და თითოეულ ადამიანს, ვინც დღეს აქ არის.

მთელი გულით ვულოცავ ნათლიებსა და ნათლულებს. დღევანდელი დღის მადლი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს. დიდი მადლობა ჩვენს პატრიარქს. ღმერთმა დალოცოს ჩვენი აჭარა და სრულიად საქართველო!“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს