ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 10

მარტვილიდან ცოფზე დაკვირვების მიზნით გადაყვანილი ძაღლების ექვსთვიანი საზედამხედველო პერიოდი ამოიწურა

მარტვილიდან ცოფზე დაკვირვების მიზნით გადაყვანილი ძაღლების ექვსთვიანი საზედამხედველო პერიოდი ამოიწურა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სურსათის ეროვნული სააგენტოს ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში, საქართველოს ცხოველთა ფედერაციის (GAF) მიერ სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, ცოფზე დაკვირვების მიზნით მოთავსებული ძ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში, საქართველოს ცხოველთა ფედერაციის (GAF) მიერ სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, ცოფზე დაკვირვების მიზნით მოთავსებული ძ…

სურსათის ეროვნული სააგენტოს ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში, საქართველოს ცხოველთა ფედერაციის (GAF) მიერ სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, ცოფზე დაკვირვების მიზნით მოთავსებული ძაღლებისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული 6 თვიანი (დაავადების ინკუბაციური პერიოდი) საზედამხედველო პერიოდი ამოიწურა.

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ეკიპაჟებმა ცხოველები იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი ვეტერინარული მანიპულაციები (სტერილიზაცია/კასტრაცია, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, იდენტიფიკაცია) ჩაუტარდათ. ერთი კვირის განმავლობაში ძაღლებს გააჩუქებენ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ თავასაში არსებული სპეციალურად გამოყოფილი ტერიტორიიდან, სადაც ძაღლებმა ექვსთვიანი საზედამხედველო პერიოდი გაიარეს. ცხოველებს, რომლებსაც არ გამოუჩნდებათ პატრონი, პროგრამის ეკიპაჟები, კანონმდებლობის შესაბამისად, ბუნებრივ არეალში - პირვანდელ ლოკაციებზე დააბრუნებენ.

მიმდინარე წლის მაისში, მარტვილის მუნიციპალიტეტიდან იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილ 30 ძაღლზე მზრუნველობა საქართველოს ცხოველთა ფედერაციამ (GAF) ითავა. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ სივრცის შემოწმებისა და დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების შემდეგ, ცხოველები თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სპეციალურად მოწყობილ სივრცეში განათავსეს.

სააგენტო, კანონმდებლობის მოთხოვნების, ცხოველთა კეთილდღეობის პრინციპების და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ძაღლებზე ზედამხედველობასა და მონიტორინგს ექვსი თვის განმავლობაში მუდმივად ახორციელებდა.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს