ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 6

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ ბრანდერბურგის ფედერალური მიწის ლანდტაგის წევრს, შტეფენ კუბიცკის უმასპინძლა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ ბრანდერბურგის ფედერალური მიწის ლანდტაგის წევრს, შტეფენ კუბიცკის უმასპინძლა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ბრანდენბურგის ფედერალური მიწის ლანდტაგის ეკონომიკის, დასაქმების, ენერგეტიკისა და კლიმატის დაცვისა და ასევე, ევროპის საკითხებისა და განვითარების პოლიტიკის კომიტეტების თავმჯ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ბრანდენბურგის ფედერალური მიწის ლანდტაგის ეკონომიკის, დასაქმების, ენერგეტიკისა და კლიმატის დაცვისა და ასევე, ევროპის საკითხებისა და განვითარების პოლიტიკის კომიტეტების თავმჯ…

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ბრანდენბურგის ფედერალური მიწის ლანდტაგის ეკონომიკის, დასაქმების, ენერგეტიკისა და კლიმატის დაცვისა და ასევე, ევროპის საკითხებისა და განვითარების პოლიტიკის კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეს, შტეფენ კუბიცკის შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს წევრები - რამაზ ჯინჭარაძე და ლაშა სირაბიძე ესწრებოდნენ, ყურადღება გამახვილდა რეგიონულ თანამშრომლობაზე, ევროინტეგრაციის საკითხებსა და სამომავლო ურთიერთობების გაღრმავებაზე.

„ძალიან ვაფასებთ ობიექტურ შეფასებებს საქართველოსთან მიმართებით, რომლითაც ბატონი შტეფენი მკაფიოდ გამოირჩევა. მათ კარგად ესმით, რომ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხელისუფლება არავის წინააღმდეგ არ მოქმედებს. ეროვნული ამოცანების დაძლევისთვის გვაქვს მშვიდობისა და სტაბილურობის პოლიტიკა, რაც, თავისთავად ცხადია, არავისთან წინააღმდეგობაში არ მოდის. ბატონი შტეფენი, ასევე ხაზგასმით აღნიშნავს მშვიდობის, სტაბილურობის როლს საქართველოში და ბოლო წლების განმავლობაში იმ ეკონომიკურ სტაბილურობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის“, - აღნიშნა ცოტნე ანანიძემ.

„შეხვედრა იყო გულწრფელი და ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ მჭიდრო თანამშრომლობას ორ საკანონმდებლო ორგანოსა და რეგიონებს შორის. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობა და ევროპასთან ინტეგრაციის საკითხები“, - განაცხადა შტეფენ კუბიცკიმ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და გერმანიის ფედერალური მიწის, ბრანდენბურგის ლანდტაგს შორის თანამშრომლობას ორ ათეულ წელზე მეტი ისტორია აქვს.

ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს