ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 9

მცხეთა-მთიანეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები განიხილეს

მცხეთა-მთიანეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები განიხილეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მცხეთა-მთიანეთის მხარეში 2027 წელს განსახორციელებელი სამელიორაციო ღონისძიებების განსაზღვრისას ადგილობრივი გამოწვევები და მუნიციპალიტეტების პრიორიტეტები იქნება გათვალისწინებული. ამ საკითხებზე „საქართველოს მელიორაციის“ გენ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მცხეთა-მთიანეთის მხარეში 2027 წელს განსახორციელებელი სამელიორაციო ღონისძიებების განსაზღვრისას ადგილობრივი გამოწვევები და მუნიციპალიტეტების პრიორიტეტები იქნება გათვალისწინებული. ამ საკითხებზე „საქართველოს მელიორაციის“ გენ…

მცხეთა-მთიანეთის მხარეში 2027 წელს განსახორციელებელი სამელიორაციო ღონისძიებების განსაზღვრისას ადგილობრივი გამოწვევები და მუნიციპალიტეტების პრიორიტეტები იქნება გათვალისწინებული.

ამ საკითხებზე „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა და სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზაუტაშვილმა მცხეთაში, სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე განიხილეს სარწყავი სისტემების არსებული მდგომარეობა, მიმდინარე პროექტები და დაგეგმილი ღონისძიებები, რომლებიც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და მის გამართულ ფუნქციონირებას შეუწყობს ხელს.

„კომპანია 2027 წლის სამელიორაციო სამუშაოების გეგმას არსებული საჭიროებების გათვალისწინებით, ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელებთან თანამშრომლობით შეიმუშავებს. მსგავსი ფორმატის შეხვედრები ხელს უწყობს გამოწვევების დროულ გამოვლენასა და პრობლემების ეფექტიანად გადაჭრას“, – განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.

შეხვედრას „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას „საქართველოს მელიორაციის“ პრესსამსახური ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს