ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები2 წთ საკითხავი👁 7

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის საქმიანობას გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის საქმიანობას გაეცნო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის საქმიანობას გაეც…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის საქმიანობას გაეც…

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის საქმიანობას გაეცნო.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რეგიონის ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და ეკოსისტემის დაცვის მიზნით ინსტიტუტის მხარდაჭერა მთავრობის პრიორიტეტია. მისივე განცხადებით, აქტიურად გაგრძელდება ინსტიტუტის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა და მეცნიერებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესება. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ტიტე აროშიძემ ყურადღება გაამახვილა თემატური კონფერენციების ორგანიზების ხელშეწყობაზეც, რაც მეცნიერებს კვლევის შედეგების წარდგენის, გამოცდილების გაზიარებისა და სხვა სამეცნიერო დაწესებულებებთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობას მისცემს.

ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და მისი თანამედროვე სტანდარტების შენობის მშენებლობა აჭარის მთავრობის თანადაფინანსებით განხორციელდა. ინფრასტრუქტურის განახლება გრძელდება - ამჟამად მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს სათბურის მშენებლობა, რომლის დასრულებაც უახლოეს პერიოდში იგეგმება.

კვლევით ინსტიტუტში აქტიურად მიმდინარეობს ბიომრავალფეროვნებისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით კვლევები, მათ შორის - აჭარისა და აჭარა-ლაზეთის ენდემური მცენარეული სახეობების სიღრმისეული შესწავლა. ასევე, მეცნიერები ადგილობრივ სასოფლო-სამეურნეო კულტურებსაც იკვლევენ და მუშაობენ ციტრუსოვანთა ნარგავების გამოყვანასა და ხორბლის გამძლე ჯიშების აღიარებაზე.

ინსტიტუტის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხაზი კოლხეთის ტორფნარებისა და ჭარბტენიანი ეკოსისტემების შესწავლაა. ამ მიმართულებით ჩატარებულმა კვლევებმა ხელი შეუწყო კოლხეთის ტორფნარების საერთაშორისო აღიარებასა და იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებას.

ინსტიტუტის თანამშრომლებთან შეხვედრაზე, მიმდინარე საკითხებთან ერთად, განხილული იქნა სხვადასხვა აქტუალური საკითხი, რომლებზე რეაგირების შესაძლებლობებზე ისაუბრეს აჭარის განათლების და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა დენის სალუქვაძემ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ცეცხლაძემ.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს