ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 7

ნინო ლაცაბიძე: ახალგაზრდებთან შეხვედრებს და ქალაქის განვითარებაზე მათი შეხედულებების გაზიარებას ვაგრძელებთ

ნინო ლაცაბიძე: ახალგაზრდებთან შეხვედრებს და ქალაქის განვითარებაზე მათი შეხედულებების გაზიარებას ვაგრძელებთ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რუსთავის მერია ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში, ახალგაზრდებთან სხვადასხვა ფორმატის შეხვედრებს აგრძელებს.რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ N24 და N4 სკოლების უფროს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რუსთავის მერია ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში, ახალგაზრდებთან სხვადასხვა ფორმატის შეხვედრებს აგრძელებს.რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ N24 და N4 სკოლების უფროს…

რუსთავის მერია ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში, ახალგაზრდებთან სხვადასხვა ფორმატის შეხვედრებს აგრძელებს.

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ N24 და N4 სკოლების უფროსკლასელებს ახალი არტ პავილიონი დაათვალიერებინა და უახლოეს მომავალში დაგეგმილი სხვადასხვა პროექტები გააცნო.

არტ პავილიონის სივრცეში გამართულ შეხვედრაზე, ნინო ლაცაბიძემ ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა და რუსთავის განვითარებაზე მათი კონცეფციებიც მოისმინა.

„ახალგაზრდებთან შეხვედრებს და ქალაქის განვითარებაზე მათი შეხედულებების გაზიარებას ვაგრძელებთ. ძალიან საინტერესო ახალგაზრდებს შევხვდით დღეს ჩვენს არტ პავილიონში. ეს გოგო-ბიჭები ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეები არიან. მათი თვალით დანახული რუსთავი, ის ინოვაციური ხედვა, რომელიც დღეს წარმოგვიდგინეს, თანამედროვე სერვისების დანერგვაში და ისეთი ქალაქის შექმნაში დაგვეხმარება, როგორსაც ჩვენი ახალი თაობა ითხოვს და იმსახურებს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავში არტ პავილიონი რამდენიმე კვირის წინ გახსნა. ძველი კულტურის სახლის რესტავრაციისა და თანამედროვე არტ პავილიონად მოდერნიზაციის იდეა, რუსთავის მერს ნინო ლაცაბიძეს ეკუთვნის. შენობის რესტავრაცია არქიტექტურული სტილის სრული შენარჩუნებით განხორციელდა. პარალელურად, შეიცვალა და თანამედროვეობას მოერგო მისი კონცეფციაც.

განათების და გახმოვანების ულტრათანამედროვე ტექნიკით და პროფესიონალური საკონცერტო სცენით უზრუნველყოფილ დარბაზში, კლასიკური თუ კლუბური ივენთის ჩასატარებლად, საუკეთესო პირობებია შექმნილი. დარბაზი 230 მაყურებელზეა გათვლილი. ორსართულიან შენობაში მოწყობილია სხვადასხვა პროფილის სარეპეტიციო სივრცეები და პროფესიონალური ხმის ჩამწერი სტუდია. შენობის გარე პერიმეტრზე, კი ღია საზაფხულო ამფითეატრია განთავსებული.



როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს