ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 8

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 51-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 51-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 51-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა, - ინფორმაციას ახ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 51-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა, - ინფორმაციას ახ…

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 51-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა, - ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, სესიაზე მონაწილეებმა ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე მნიშვნელოვანი რეზოლუცია და რეკომენდაცია დამტკიცდა. დელეგატებმა ასევე განიხილეს საკითხები კრიზისების დროს ადგილობრივი მდგრადობის დაფინანსების, სოფლებიდან მოსახლეობის გადინებისა და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის შესახებ.

„სესიის ფარგლებში, 27 ოქტომბერს, გაიმართა სტატუსური კომიტეტების შეხვედრებიც, სადაც მონაწილეებმა კომპეტენციის ფარგლებში იმსჯელეს მუნიციპალური განვითარებისა და ადგილობრივი დემოკრატიის აქტუალურ საკითხებზე.

სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 51-ე სესია 27-29 ოქტომბერს გაიმართა, რომელშიც ჩართულები იყვნენ ქართველი დელეგატები - ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრი, დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე ნინო ვარდოსანიძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, ქალაქ ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი გოგი ფუტკარაძე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს