ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 6

ქალაქ ხობში ტრადიციული სახალხო ზეიმი - „მე მიყვარს ხობი“ გაიმართა

ქალაქ ხობში ტრადიციული სახალხო ზეიმი - „მე მიყვარს ხობი“ გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ქალაქ ხობში სახალხო დღესასწაული „მე მიყვარს ხობი“ გაიმართა.ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია, სამეგრელო-ზე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ქალაქ ხობში სახალხო დღესასწაული „მე მიყვარს ხობი“ გაიმართა.ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია, სამეგრელო-ზე…

ქალაქ ხობში სახალხო დღესასწაული „მე მიყვარს ხობი“ გაიმართა.

ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე 2026 წლის ხობის საპატიო მოქალაქეების, ღვაწლმოსილი პედაგოგებისა და მერის სტიპენდიატების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.

ხობის მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისთვის, პროფესიულ სფეროში წარმატებული და ნაყოფიერი საქმიანობისთვის ხობის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ: მზისადარ გელანტიას, კორნელი კემულარიას, ირაიდა ფაციას, ვალერიან შიუკაშვილს და არველოდ ხასიას.

ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ განათლების სფეროში მომუშავე ღვაწლმოსილი პირები: ნაზი ლიპარტია, როზა ქირია, თეიმურაზ ნადარაია, ლამზირა პერტახია, ინეზა ესებუა და მადლენა ბენია. ასევე დაჯილდოვდნენ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები - ხობის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიატები.

ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა სპორტული შეჯიბრება, ბავშვთა ნახატების გამოფენა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

საღამო გალა კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც ანსამბლი „ალილო“ და ჯგუფი „რეგიონი“ მონაწილეობდნენ.

საზეიმო ღონისძიება სადღესასწაულო ფოიერვერკით დასრულდა.

ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს