ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 6

ვაზიანის მაგისტრალური არხის 1-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა

ვაზიანის მაგისტრალური არხის 1-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ვაზიანის მაგისტრალურ არხზე გაწმენდითი სამუშაოები განახორციელა. სამუშაოების ფარგლებში, არხის 1-კილომეტრიანი მონაკვე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ვაზიანის მაგისტრალურ არხზე გაწმენდითი სამუშაოები განახორციელა. სამუშაოების ფარგლებში, არხის 1-კილომეტრიანი მონაკვე…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ვაზიანის მაგისტრალურ არხზე გაწმენდითი სამუშაოები განახორციელა. სამუშაოების ფარგლებში, არხის 1-კილომეტრიანი მონაკვეთი სრულად გაიწმინდა ბალახეული საფარისა და ნატანი მასისგან, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაიზარდა წყლის გამტარუნარიანობა.

შესრულებული სამუშაოების შედეგად, 80 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე საირიგაციო წყლის მიწოდება გაუმჯობესდება. აღნიშნული ადგილობრივ ფერმერებსა და მოსახლეობას სავარგულების ეფექტიანად მორწყვისა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წარმოების უკეთეს პირობებს შეუქმნის.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით სარწყავი და დამშრობი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. კომპანიის მიერ დაგეგმილი და მიმდინარე სამუშაოები წყლის დანაკარგების შემცირებას, სარწყავი სისტემების გამართულ ფუნქციონირებასა და ფერმერებისთვის საირიგაციო წყლის სტაბილურ მიწოდებას უზრუნველყოფს.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს