ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 6

ბექა ვაჭარაძე: ვამაყობთ ჩვენი ჩემპიონით. ელენე დვალმა ფოთის კრივის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაწერა

ბექა ვაჭარაძე: ვამაყობთ ჩვენი ჩემპიონით. ელენე დვალმა ფოთის კრივის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაწერა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე ფოთელ სპორტსმენს ელენე დვალს შეხვდა და ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა.ფოთის მოკრივეთა კლუბ „ლიდერის“ სპორტსმენმა ელენე დვა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე ფოთელ სპორტსმენს ელენე დვალს შეხვდა და ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა.ფოთის მოკრივეთა კლუბ „ლიდერის“ სპორტსმენმა ელენე დვა…

ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე ფოთელ სპორტსმენს ელენე დვალს შეხვდა და ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა.

ფოთის მოკრივეთა კლუბ „ლიდერის“ სპორტსმენმა ელენე დვალმა (63 კგ) 15-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში რუსეთის წარმომადგენელი დარია ნიკიტინა დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

„ამ გამარჯვებით ელენემ ფოთის კრივის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაწერა. ის პირველი ფოთელი გოგონაა, რომელმაც ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

გულითადად ვულოცავ ელენეს ამ ისტორიულ გამარჯვებას! ასევე ვულოცავ კლუბ „ლიდერს“, მის პირად მწვრთნელს თემურ ოჩიგავას და ყველას, ვინც ამ წარმატებაში საკუთარი წვლილი შეიტანა.

ელენეს ვუსურვებ კიდევ ბევრ გამარჯვებას, ახალ ტიტულებსა და წარმატებულ სპორტულ კარიერას!

ვამაყობთ ჩვენი ჩემპიონით!“ - განაცხადა შეხვედრაზე ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს