ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 6

დავით სონღულაშვილი ქუთაისში, მცენარეული ნედლეულის გადამმუშავებელ საწარმოში „ფარკონი“ იმყოფებოდა

დავით სონღულაშვილი ქუთაისში, მცენარეული ნედლეულის გადამმუშავებელ საწარმოში „ფარკონი“ იმყოფებოდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ქ. ქუთაისში იმყოფებოდა, სადაც კომპანია „ფარკონში“ მიმდინარე საწარმოო პროცესს გაეცნო. შპს „ფარკონი“ მცენარეული ნედლეულის შრობის, გადამუშავებისა და დაფასოებ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ქ. ქუთაისში იმყოფებოდა, სადაც კომპანია „ფარკონში“ მიმდინარე საწარმოო პროცესს გაეცნო. შპს „ფარკონი“ მცენარეული ნედლეულის შრობის, გადამუშავებისა და დაფასოებ…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ქ. ქუთაისში იმყოფებოდა, სადაც კომპანია „ფარკონში“ მიმდინარე საწარმოო პროცესს გაეცნო.

შპს „ფარკონი“ მცენარეული ნედლეულის შრობის, გადამუშავებისა და დაფასოების მიმართულებით საქმიანობს. საწარმოს წლიური წარმადობა 5 მილიონ ერთეულ შეფუთულ პროდუქციას შეადგენს. წარმოებული პროდუქცია იყიდება ადგილობრივ ბაზარზე, ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ქსელურ მარკეტებში. ასევე ხორციელდება ექსპორტი ამერიკაში, ისრაელსა და ევროკავშირის ქვეყნებში.

კომპანია სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. 2022 წელს კომპანიამ „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამაში“ მიიღო მონაწილეობა. საქმიანობის განვითარების ეტაპზე არაერთხელ ისარგებლა პროექტით „შეღავათიანი აგროკრედიტი“.

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა საქართველოს ოთხ რეგიონში - იმერეთში, კახეთში, გურიასა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, 2022 წლიდან მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ახალი საწარმოების შექმნა, არსებული საწარმოების გაფართოება ან გადაიარაღება. პროგრამა გულისხმობს როგორც ძირითადი, ასევე საბრუნავი საშუალებების დაფინანსებას. აღნიშნული პროგრამით საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 20 მლნ ლარით დაფინანსებულია 50-მდე ბენეფიციარი, მათ შორის იმერეთის რეგიონში 8,7 მლნ ლარით 23 ბენეფიციარი.

მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილეები ლაშა ავალიანი და გიორგი წკრიალაშვილი, ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს