ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 8

მარნეულის მუნიციპალიტეტში 1200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა

მარნეულის მუნიციპალიტეტში 1200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • შპს „საქართველოს მელიორაციამ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში მდებარე სატუმბ სადგურზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. შედეგად, 1200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა. რეაბი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

შპს „საქართველოს მელიორაციამ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში მდებარე სატუმბ სადგურზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. შედეგად, 1200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა. რეაბი…

შპს „საქართველოს მელიორაციამ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში მდებარე სატუმბ სადგურზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. შედეგად, 1200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა. რეაბილიტირებული სატუმბი სადგური კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა, კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერა.

„სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციაა, რასაც გეგმიურად, თანმიმდევრულად ვახორციელებთ. მელიორაციის სექტორში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, შპს „საქართველოს მელიორაციამ“ არაერთი მნიშვნელოვანი კაპიტალური პროექტი განახორციელა, რომელთა მიზანია სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია და გამართული ექსპლუატაციის უზრუნველყოფა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სტაბილური წყალმომარაგება. ერთ-ერთი პროექტი, რომელიც ქეშალოს სატუმბი სადგურის აღდგენას მოიცავდა, მარნეულის მუნიციპალიტეტში უკვე დასრულდა. პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა სატუმბი სადგური - დაემატა ტუმბოები, კოროზირებული მილსადენები ახალი მილსადენებით შეიცვალა, მოეწყო წყალმიმღები ნაგებობა, დამონტაჟდა ახალი ურდულები და განათების სისტემა“, - განაცხადა „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა.

განხორციელებული სამუშაოები სატუმბი სადგურის საიმედო და უწყვეტ ფუნქციონირებას შეუწყობს ხელს, რაც რეგიონში სასოფლო-სამეურნეო მიწების წყალუზრუნველყოფას გააუმჯობესებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს