ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 7

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან არსებულმა ყაზბეგის სალოტბარო სკოლამ სოლო საღამო გამართა

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან არსებულმა ყაზბეგის სალოტბარო სკოლამ სოლო საღამო გამართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან არსებულმა ყაზბეგის სალოტბარო სკოლამ, თამარ გოგოჭურის ხელმძღვანელობით, სოლო საღამო გამართა- ინფორმაცი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან არსებულმა ყაზბეგის სალოტბარო სკოლამ, თამარ გოგოჭურის ხელმძღვანელობით, სოლო საღამო გამართა- ინფორმაცი…

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან არსებულმა ყაზბეგის სალოტბარო სკოლამ, თამარ გოგოჭურის ხელმძღვანელობით, სოლო საღამო გამართა- ინფორმაციას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ღონისძიებას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრში მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე ზაგაშვილი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი კობა გელაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ ზილინაშვილი, სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი, მეუფე იუგუდიელი და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის მოადგილე, ეთნომუსიკოლოგი ნანა ვალიშვილი ესწრებოდნენ.

სოლო საღამოზე სალოტბარო სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულდა აღმოსავლეთის მთის, მცხეთა-მთიანეთის ძველი ფოლკლორული ნიმუშები, ღონისძიების დასასრულს კი მთის ჰანგები ყაზბეგის კულტურის და განათლების განვითარების ცენტრთან არსებულ ბავშვთა ანსამბლ “კარიბჭესთან” ერთად აჟღერდა.

ღონისძიებაზე, ყაზბეგის სალოტბარო სკოლის სახელით, მადლობის სიგელები გადაეცათ ეთნომუსიკოლოგ ნანა ვალიშვილს და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრთან არსებულ ქალთა ფოლკლორულ ანმსამბლს - ”დიდებაი”, მოხეური ფოლკლორის შენახვის, პოპულარიზაციისა და ჩვენამდე მოტანისთვის.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრის ხელშეწყობით გამართულ შემოქმედებით საღამოს ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობებისა და ხევის ეპარქიის სამღვდელოების წარმომადგენლები.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს