ქუთაისი „გემოფესტს“ მასპინძლობს

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF
- მეორე დღეა, „გემოფესტს“ ქუთაისი მასპინძლობს. კულინარიული ფესტივალი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ხვალის ჩათვლით გაიმართება. გემოფესტზე იმერეთიდან 20-მდე მეწარმე და 18 ვენდორი მონაწილეობს და წელს პირველად ა…
- მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.
მეორე დღეა, „გემოფესტს“ ქუთაისი მასპინძლობს. კულინარიული ფესტივალი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ხვალის ჩათვლით გაიმართება. გემოფესტზე იმერეთიდან 20-მდე მეწარმე და 18 ვენდორი მონაწილეობს და წელს პირველად ა…
მეორე დღეა, „გემოფესტს“ ქუთაისი მასპინძლობს.
კულინარიული ფესტივალი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ხვალის ჩათვლით გაიმართება. გემოფესტზე იმერეთიდან 20-მდე მეწარმე და 18 ვენდორი მონაწილეობს და წელს პირველად აფხაზეთიდან 10 მეწარმეა წარმოდგენილი.
მოწყობილია სამეწარმეო ბაზარი, ღვინისა და ხემსის პავილიონი, აგრო-ზონა, საბავშვო სივრცე, გრილისა და ბარის ზონები. გასტრონომიული ფესტივალის სტუმრებს საშუალება, აქვთ დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი იმერული კერძები და მონაწილეობა მიიღონ გასართობ აქტივობებში.