ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 6

მცხეთა-მთიანეთში ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები დასრულდა

მცხეთა-მთიანეთში ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები დასრულდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ტყის მართვის ათწლიანი გეგმის შემუშავებისთვის, სახელმწიფო ტყეში ინვენტარიზაციის სამუშაოები, ჯამში, 40 900 ჰა ფართობზე დასრულდა. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი საველე სამუშაო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ტყის მართვის ათწლიანი გეგმის შემუშავებისთვის, სახელმწიფო ტყეში ინვენტარიზაციის სამუშაოები, ჯამში, 40 900 ჰა ფართობზე დასრულდა. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი საველე სამუშაო…

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ტყის მართვის ათწლიანი გეგმის შემუშავებისთვის, სახელმწიფო ტყეში ინვენტარიზაციის სამუშაოები, ჯამში, 40 900 ჰა ფართობზე დასრულდა.

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი საველე სამუშაოების პირველად შედეგებს თიანეთის მუნიციპალიტეტში გაეცნო.

სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ინვენტარიზაციის შემდეგ, ტყის მართვის გეგმის პროექტი შემუშავდება, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი ყველა სატყეო-სამეურნეო ღონისძიება, მათ შორის, სანიტარიული ჭრები, ტყის აღდგენის ღონისძიებები, სატყეო გზების მოწყობა თუ სხვა.

„დღეის მდგომარეობით, ჩვენ ინვენტარიზაციის სამუშაოები სრულად გვაქვს ჩატარებული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტერიტორიის 50 პროცენტზე მეტ ფართობზე. 2026 წელს ინვენტარიზაციის სამუშაოები შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში, ჯამში, 238 ათას ჰა ფართობზე განხორციელდება, რათა მომავალი ათი წლის განმავლობაში სწორად და ეფექტიანად დავგეგმოთ სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა.

თიანეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ტყის ინვენტარიზაცია კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მიერ დაფინანსებული პროექტის – ECO Georgia-ს ფარგლებში, ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს