ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 7

მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მეხუთე ფაზის ფარგლებში ჩაქვის სათავე ნაგებობაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მეხუთე ფაზის ფარგლებში ჩაქვის სათავე ნაგებობაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მეხუთე ფაზის ფარგლებში ჩაქვის სათავე ნაგებობაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რაც გამწმენდი ნაგებობის სრულ განახლებას ითვალისწინებს. პროექტის მიმდინარეობას ბათუმის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მეხუთე ფაზის ფარგლებში ჩაქვის სათავე ნაგებობაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რაც გამწმენდი ნაგებობის სრულ განახლებას ითვალისწინებს. პროექტის მიმდინარეობას ბათუმის…

მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მეხუთე ფაზის ფარგლებში ჩაქვის სათავე ნაგებობაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რაც გამწმენდი ნაგებობის სრულ განახლებას ითვალისწინებს.

პროექტის მიმდინარეობას ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე გაეცნო.

ამ დროისთვის ჩაქვის სათავე ნაგებობაზე სადემონტაჟო სამუშაოები და ასაქცევი მილის მოწყობა მიმდინარეობს.

რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდება სათავე ნაგებობის ჩამკეტი ფარებისა და ურდულების შეკეთება-შეცვლა, ქვიშის ახალი დამჭერისა და ფილტრაციის ახალი ნაგებობის მშენებლობა, სათავე ნაგებობაზე თევზსავალის მოწყობა.

სამუშაოების დასრულების შედეგად სრულად რეაბილიტირებული წყლის გამწმენდი ნაგებობა უზრუნველყოფს ბათუმის მდგრად წყალმომარაგებას, ხოლო თანამედროვე მანქანა-დანადგარები და მოწყობილობები მნიშვნელოვნად გაამარტივებს ოპერირების პროცესს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს