ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები2 წთ საკითხავი👁 8

აჭარაში მცხოვრები აფხაზების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა

აჭარაში მცხოვრები აფხაზების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და „ქართველთა და აფხაზთა ერთობის საზოგადოების“ ერთობლივი ორგანიზებით, აჭარაში მცხოვრები აფხაზების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. დაჯილდოების ც…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და „ქართველთა და აფხაზთა ერთობის საზოგადოების“ ერთობლივი ორგანიზებით, აჭარაში მცხოვრები აფხაზების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. დაჯილდოების ც…

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და „ქართველთა და აფხაზთა ერთობის საზოგადოების“ ერთობლივი ორგანიზებით, აჭარაში მცხოვრები აფხაზების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

დაჯილდოების ცერემონია უკვე მესამე წელია ტარდება. მისი მიზანია აჭარაში მცხოვრები აფხაზებისთვის მადლიერების გამოხატვა იმ წვლილისთვის, რომელიც მათ აფხაზური ენის, კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნების საქმეში შეიტანეს. ღონისძიების ფარგლებში, ასევე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური დასის წარმოდგენა გაიმართა. ხოლო, სტუდენტებმა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებთან დაკავშირებით ლექსები წაიკითხეს.

სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, აფხაზეთის უმღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ჯემალ გამახარია, ქართველთა და აფხაზთა ერთობის საზოგადოება „ერთობა ხვალისთვის“ თავმჯდომარე გიორგი შერვაშიძე.

„ვისაუბრე აფხაზური კულტურის, ენისა და ტრადიციების დაცვის მნიშვნელობაზე. ეს ღონისძიება იმის გამოხატულებაა, რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს, ვუფრთხილდებით და გვჯერა - ქართველებისა და აფხაზების ერთობის გარეშე, თანამედროვე სამყაროში მცირე ეთნოსის გადარჩენა შეუძლებელია.

დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ აჭარაში მცხოვრები აფხაზების და ჩვენი სტუდენტების აფხაზეთის მიმართ მსგავსი დამოკიდებულებით, კულტურული, პოლიტიკური და რელიგიური კავშირების გაღრმავებით, ურთიერთმიტევებით, სიყვარულით, კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებით შევძლებთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას.“ - განაცხადა მინისტრმა დავით ფაცაციამ.

ღონისძიებას დაესწრნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს