ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები2 წთ საკითხავი👁 8

მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანის მულტიფუნქციური კომპლექსის პროექტირების მომსახურების ხელშეკრულება შეწყვიტა

მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანის მულტიფუნქციური კომპლექსის პროექტირების მომსახურების ხელშეკრულება შეწყვიტა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანის მულტიფუნქციური კომპლექსის პროექტირების მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულება შეწყვიტა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. აღნიშნული პ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანის მულტიფუნქციური კომპლექსის პროექტირების მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულება შეწყვიტა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. აღნიშნული პ…

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანის მულტიფუნქციური კომპლექსის პროექტირების მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულება შეწყვიტა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

აღნიშნული პროექტის საპროექტო მომსახურებას კონკურსში გამარჯვებული არქიტექტურული ბიურო „მეტრიკი“ ახორციელებდა. მიუხედავად ფონდის მხრიდან არაერთი სამუშაო შეხვედრის, სიტყვიერი და წერილობითი გაფრთხილებისა, კომპანიამ ვერ უზრუნველყო საჭირო პროგრესისა და შედეგის მიღწევა, რის გამოც ფონდმა ხელშეკრულება შეწყვიტა.

პროექტის მნიშვნელობიდან და მისი დროულად განხორციელების აუცილებლობიდან გამომდინარე, მუნიციპალური განვითარების ფონდმა მიიღო გადაწყვეტილება საპროექტო მომსახურების ხელშეკრულება, განმეორებითი კონკურსის გამოცხადების გარეშე, გააფორმოს იმ კომპანიასთან, რომელიც ამჟამად ახორციელებს მსგავსი ტიპის მულტიფუნქციური კომპლექსის პროექტს. ფონდსა და აღნიშნულ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს ერთი ძირითადი და ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე მორგებული (მიბმის) საპროექტო გადაწყვეტის მომზადებას. აღნიშნული გადაწყვეტილება უზრუნველყოფს პროექტირების პროცესის უწყვეტობას, მაღალი ხარისხის სტანდარტების დაცვასა და სამუშაოების ოპერატიულად გაგრძელებას.

საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, გურჯაანში დაგეგმილია 1 000 მაყურებელზე გათვლილი მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა, რომელიც გააერთიანებს დიდ და საბავშვო საცურაო აუზებს, სატრენაჟორო და ფიტნეს სივრცეებს, ასევე დარბაზებს სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის.კომპლექსი ასევე მოიცავს მედიათეკას, ქორეოგრაფიის, სახელოვნებო, ფოლკლორისა და უცხო ენების სივრცეებს, STEM-კლუბს, მცირე სცენურ დარბაზს, მრავალფუნქციურ ღონისძიებების სივრცეს, ადმინისტრაციულ და ტექნიკურ ზონებს.

ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მუნიციპალური განვითარების ფონდი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ სახელმწიფო პროექტების დროულ და ხარისხიან განხორციელებას. თითოეულ პროექტზე ვადებისა და სახელშეკრულებო პირობების დაცვა წარმოადგენს ფუნდამენტურ მოთხოვნას და სამინისტრო ყველა პარტნიორისგან სწორედ ამ სტანდარტით მოქმედებას ელოდება.

ფონდი მომავალშიც გამოიყენებს ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა მექანიზმს, რათა პროექტები განხორციელდეს ხარისხიანად, პასუხისმგებლობითა და მოქალაქეების წინაშე აღებული ვალდებულებების სრული დაცვით.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს