ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 9

დაურ ისამილოვი სახიფათო ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტის დანერგვის საკითხზე შეხვედრას დაესწრო

დაურ ისამილოვი სახიფათო ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტის დანერგვის საკითხზე შეხვედრას დაესწრო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისამილოვი, სახიფათო ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტის დანერგვის საკითხზე შეხვედრას დაესწრო სამუშაო შეხვედრა მსოფლიო ბანკის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, სახიფათო ნარჩენების მარ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისამილოვი, სახიფათო ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტის დანერგვის საკითხზე შეხვედრას დაესწრო სამუშაო შეხვედრა მსოფლიო ბანკის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, სახიფათო ნარჩენების მარ…

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისამილოვი, სახიფათო ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტის დანერგვის საკითხზე შეხვედრას დაესწრო

სამუშაო შეხვედრა მსოფლიო ბანკის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, სახიფათო ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტის დანერგვის საკითხზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გაიმართა. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი მიხეილ გოგოლიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ალიბეგაშვილი და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი მიხეილ აფციაური ესწრებოდნენ.

სამუშაო შეხვედრაზე სახიფათო ნარჩენების განთავსების თანამედროვე ობიექტის მოსაწყობად საჭირო ტერიტორიების შერჩევის საკითხი განიხილეს. მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმ აუცილებელ პროცედურებზე, რაც პროექტის მოსამზადებლად არის საჭირო. ხაზი გაესვა ყველა დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობის და სახიფათო ნარჩენების მართვის თემებზე საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მნიშვნელობას.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს