ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 8

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში "აგროთანადაფიანანსების სახელმწიფო პროგრამის" შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში "აგროთანადაფიანანსების სახელმწიფო პროგრამის" შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სოფლის განვითარების სააგენტომ მცხეთაში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა. საინფორმაციო შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, მცხეთა-მთიანეთის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სოფლის განვითარების სააგენტომ მცხეთაში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა. საინფორმაციო შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, მცხეთა-მთიანეთის…

სოფლის განვითარების სააგენტომ მცხეთაში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

საინფორმაციო შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე თეიმურაზ ბექაური, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები, ასევე ფერმერები და მეწარმეები ესწრებოდნენ.

„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის წინაპირობა ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში რეგისტრაციაა. აღნიშნული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია, როგორც სოფლის განვითარების სააგენტოს ცენტრალურ ოფისში, ასევე მუნიციპალურ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში.“- აღნიშნა ზურაბ გოზალიშვილმა.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ ახალი „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ მიზნების, დაფინანსების პირობებისა და მონაწილეობის კრიტერიუმების შესახებ.

პროგრამა 2026 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება და აგროსექტორის სხვადასხვა მიმართულების მხარდაჭერას ითვალისწინებს. სახელმწიფო თანადაფინანსება პროექტის ღირებულების 50%-მდეა განსაზღვრული, ხოლო თითო პროექტზე მაქსიმალური დაფინანსება 2 მილიონ ლარს შეადგენს.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის, მაღალმთიან დასახლებებსა და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში განხორციელებული პროექტებისთვის თანადაფინანსების ოდენობა 55% -ია.

„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ მიზანია აგროსექტორში თანამედროვე, ეფექტიანი და კლიმატურ პირობებთან ადაპტირებული ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა.

სოფლის განვითარების სააგენტო პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აგრძელებს, რათა დაინტერესებულ პირებს პროგრამის შესაძლებლობებისა და მონაწილეობის პირობების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს