ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 8

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა, მერის მოადგილესთან ერთად, ნაჯახაოს ადმინისტრაციულ ერთეულში ლურჯი მოცვის პლანტაცია დაათვალიერა

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა, მერის მოადგილესთან ერთად, ნაჯახაოს ადმინისტრაციულ ერთეულში ლურჯი მოცვის პლანტაცია დაათვალიერა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ნაჭყებიამ, მერის მოადგილესთან, ნანა ბირკაიასთან ერთად, ნაჯახაოს ადმინისტრაციულ ერთეულში ლურჯი მოცვის პლანტაცია დაათვალიერა. ადგილობრივ ფერმერს, დავით სირაძეს, კენკროვანი კულტურა 18…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ნაჭყებიამ, მერის მოადგილესთან, ნანა ბირკაიასთან ერთად, ნაჯახაოს ადმინისტრაციულ ერთეულში ლურჯი მოცვის პლანტაცია დაათვალიერა. ადგილობრივ ფერმერს, დავით სირაძეს, კენკროვანი კულტურა 18…

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ნაჭყებიამ, მერის მოადგილესთან, ნანა ბირკაიასთან ერთად, ნაჯახაოს ადმინისტრაციულ ერთეულში ლურჯი მოცვის პლანტაცია დაათვალიერა.

ადგილობრივ ფერმერს, დავით სირაძეს, კენკროვანი კულტურა 18 ჰექტარ ფართობზე აქვს გაშენებული. აღსანიშნავია, რომ ლურჯი მოცვის ბაღი სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფინანსური მხარდაჭერით გაშენდა. პლანტაციაში მოსავლის აღების სამუშაოებზე, ძირითადად, ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული, ხოლო დღიური მაჩვენებელი დაახლოებით 7 ტონა მოცვის დაკრეფას შეადგენს.

„ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის სოფლის მეურნეობის განვითარება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. მსგავსი პროექტები არა მხოლოდ ხელს უწყობს ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას, არამედ აჩენს ახალ სამუშაო ადგილებს, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე. სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით, მარტვილში კიდევ ბევრი წარმატებული აგრობიზნესი განვითარდება“ - განაცხადა გიორგი ნაჭყებიამ

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს