ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 7

ზემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა

ზემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ზემო სამგორის სარწყავი სისტემის ქვემო მაგისტრალურ არხზე რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დაასრულა. განხორციელებული სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა წყალუზრუნველყოფა და სერვისის ხარის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ზემო სამგორის სარწყავი სისტემის ქვემო მაგისტრალურ არხზე რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დაასრულა. განხორციელებული სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა წყალუზრუნველყოფა და სერვისის ხარის…

შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ზემო სამგორის სარწყავი სისტემის ქვემო მაგისტრალურ არხზე რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დაასრულა. განხორციელებული სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა წყალუზრუნველყოფა და სერვისის ხარისხი.

პროექტის ფარგლებში მაგისტრალური არხის დაზიანებული მონაკვეთები რკინა-ბეტონით მოპირკეთდა. ასევე მოეწყო არხის ორივე მხარეს ბორდიურები, ხოლო ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, მათ შორის წყალგამშვებს, ხიდებსა და ღვარსაშვებს.

ჩატარებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო კომპანიის გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი, შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელ პირებთან ერთად. მისი განცხადებით, მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და სარწყავი სისტემების განახლება მნიშვნელოვანია როგორც კომპანიის საქმიანობისთვის, ასევე ადგილობრივი ფერმერებისთვის, რადგან უზრუნველყოფს საირიგაციო ინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებას და ზრდის მომსახურების ეფექტიანობას.

სარწყავი სისტემების რეაბილიტაცია ხელს უწყობს წყლის უწყვეტ მიწოდებას და სოფლის მეურნეობის სექტორის მდგრად განვითარებას ქვეყანაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს