ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 8

რუსთავის მერიამ ახალგაზრდული პროექტის - „რუსთავი-ცხოვრების სტილი" პირველი სეზონი დახურა

რუსთავის მერიამ ახალგაზრდული პროექტის - „რუსთავი-ცხოვრების სტილი" პირველი სეზონი დახურა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რუსთავის მერიამ, კიდევ ერთი ახალგაზრდული პროექტის - „რუსთავი-ცხოვრების სტილი" პირველი სეზონი დახურა. რუსთავის ცენტრალურ პარკში მოწყობილ სივრცეში, ახალი ახალგაზრდული პროექტის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რუსთავის მერიამ, კიდევ ერთი ახალგაზრდული პროექტის - „რუსთავი-ცხოვრების სტილი" პირველი სეზონი დახურა. რუსთავის ცენტრალურ პარკში მოწყობილ სივრცეში, ახალი ახალგაზრდული პროექტის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა…

რუსთავის მერიამ, კიდევ ერთი ახალგაზრდული პროექტის - „რუსთავი-ცხოვრების სტილი" პირველი სეზონი დახურა.

რუსთავის ცენტრალურ პარკში მოწყობილ სივრცეში, ახალი ახალგაზრდული პროექტის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

„რუსთავის მერიამ ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში, „გახდი შენი ქალაქის კონტენტ კრეატორი" - ამ იდეით განხორციელებულ პროექტში, 30-მა რუსთაველმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. პროგრამაში ჩართულმა ციფრული მულტიმედიისა და პერსონალური ბრენდის შექმნის ორთვიანი სასწავლო კურსი, სრულიად უფასოდ გაიარეს. მათ ქალაქის ყოველდღიურობის, მისი ცხოვრების სტილის ამსახველი კონტენტები შექმნეს. საუკეთესო ნამუშევრები კი ახალ ონლაინ პლატფორმაზე - „რუსთავი ლაიფზე“ (Rustavi Life) გამოქვეყნდა“, - განაცხადა რუსთავის მერიის ახალგაზრდობის განათლებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა ანელი ჩხარტიშვილმა.

დაჯილდოების ღონისძიებაზე, სოციალურ ქსელში მიღებული რეაქციებითა და ნახვებით გამოვლენილ გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადაეცათ, საუკეთესო ვიდეოს ავტორმა კი საჩუქრად მობილური ტელეფონი მიიღო. სამახსოვრო საჩუქრები გადეცა პროგრამის პირველი სეზონის ყველა მონაწილეს.

პროექტი - „რუსთავი ცხოვრების სტილი", ახალგაზრდების განათლების და დასაქმების ხელშეწყობას, ქალაქის პოპულარიზაციას და რუსთავის განვითარებაში ახალგაზრდული იდეების რეალიზებას ისახავს მიზნად.

პროექტის მომდევნო სეზონი შემოდგომაზე გაიმართება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს